ავტორი:

კორონას გამო, თბილისიდან შორს ვარ, სოფელში... არ ვიცი დეტალები - რას ყვება ვაჟა-ფშაველაზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელის მეუღლე

კორონას გამო, თბილისიდან შორს ვარ, სოფელში... არ ვიცი დეტალები - რას ყვება ვაჟა-ფშაველაზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელის მეუღლე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, უმისამართო გასროლის შედეგად ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის მეუღლე აცხადებს, რომ დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს

ვაჟა - ფშაველას გამზირზე მომხდარი შემთხვევის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის მეუღლე აცხადებს, რომ მისთვის დეტალები უცნობია და აღნიშნავს, რომ ქმართან კომუნიკაცია დაკავებამდე არ ჰქონია. მისთვის ასევე უცნობია, მისი მეუღლე სამართალდამცველებმა დააკავეს თუ თავად ჩაბარდა პოლიციას.

„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. თბილისიდან 300 კილომეტრით მოშორებული ვარ კორონას გამო, ჩაკეტილი ვარ სოფელში. არაფერი არ ვიცი დეტალები. არც დამკავშირებია სანამ დააკავებდნენ და არ ვიცი არაფერი რა მოხდა“, - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" დაკავებული პოლიციელის ცოლი.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"

"თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ღირსეულად მოიხდის სასჯელს და არ გაექცევა" - ადვოკატი

"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე