ავტორი:

"ვიქტორ ჯაფარიძე ცხრა წელი სააკაშვილის და როლანდ ახალაიას მონა იყო" - ანა წითლაძე

"ვიქტორ ჯაფარიძე ცხრა წელი სააკაშვილის და როლანდ ახალაიას მონა იყო" - ანა წითლაძე

ვიქტორ ჯაფარიძე არის ნაძირალა, არაკაცი, ის ცხრა წელი სააკაშვილის და როლანდ ახალაიას მონა იყო - როგორი მონაც იყო, ასეთ მონად დარჩება! - ეს განცხადება დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მისამართით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

“მინდოდა საუბარი ვიქტორ ჯაფარიძესთან, როგორც კომიტეტის წევრთან და განსახილველი კანონპროექტის ავტორთან. ბატონ ვიქტორისგან განსხვავებით ზურგს უკან და ჩუმად ლაპარაკი არ მჩვევია - რა განცხადებაც მან პრეზიდენტ სააკაშვილზე გააკეთა, არის ნაძირალა, არაკაცი, ის ცხრა წელი სააკაშვილის და როლანდ ახალაიას მონა იყო. როგორი მონაც იყო, ასეთ მონად დარჩება. როგორც ახლა დაიმალა და ვერ შემოვიდა, ისე ვერ შემოვა იქ, სადაც ვართ“, - განაცხადა წითლიძემ კომიტეტის სხდომაზე.

ინფორმაციისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“. დეპუტატმა აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯაგალაძესთან იკამათა. შესაბამისი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

იხილეთ ასევე: