ავტორი:

"არაკაცი, ფულის მონა ხარ შენ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეზე და რა ფოტოს აქვეყნებს?

"არაკაცი, ფულის მონა ხარ შენ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეზე და რა ფოტოს აქვეყნებს?

ტელეწამყავნი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დღეს, ჩემმა მეგობარმა მითხრა, მიშას ბიძინა არ კლავს, ჩვენ ვაკეთებთ ამასო და მართალია. 100 ათასმა ადამიანმა საჯაროდ რომ თქვას, არ მოგაკვლებინებთ, გაუშვით სამკურნალოდ, თქვენი აზრით რას იზამს ბიძინა? გაუშვებს თუ დაინახავს რომ მოთხოვნა პრინციპული იქნება. ამიტომ ბიძინა ცუდი კაციას ძახილს თავი დავანებოთ. ჩვენ ვართ ..რაკოები და ვაღიაროთ"

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და გამოაქვეყნა ჯაფარიძის და სააკაშვილის ერთობლივი ფოტო.

"უფრო ზუსტი მინდა ვიყო და ვიქტორ, არაკაცი, ფულის მონა ხარ შენ.

პ.ს. ამ არსებამ დღეს, თქვა რომ მიშა თუ მოკვდება, ძაღლიც მიაკვდეს კისერშიო", - წერს ის.

ინფორმაციისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“. დეპუტატმა აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯაგალაძესთან იკამათა. შესაბამისი ვიდეო ტელეკომპანია "ფორმულამ“ გაავრცელა.

საინტერესოა, რომ პარლამენტარი ვიქტორი ჯაფარიძე 2004 წლიდან იკავებს საქართველოს პარლამენტში სავარძელს.

"ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში ყოფნისას მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი უწყვეტად იკავებდა მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში ადგილს.

იხილეთ ასევე: