მტანჯველი და ტანჯულა

მტანჯველი და ტანჯულა

წლების წინ, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ოთხნი ვმეგობრობდით - 2 გოგო და 2 ბიჭი. სულ ერთად ვიყავით. სკოლიდან სახლში რომ მივიდოდი, სულ ზურაზე ვფიქრობდი. ისიც, რატომღაც მე უფრო მეტ ყურადღებას მაქცევდა, ვიდრე მეორე გოგოს და მისმა ასეთმა საქციელმა და მუდმივმა სიახლოვემ შემაყვარა. ერთ დღეს მივხვდი, რომ მისი ყველაფერი მომწონდა. კლასელის დაბადების დღეზე მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი, მაგრამ მეორე დღეს ჩვენს საერთო მეგობრებს უთხრა, თიკას ვუყვარვარ და უთხარით, რომ მეგობრები ვართ და ასე არ შეიძლება მოქცევაო.

ეს თქვა მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სიყვარული არასოდეს ამიხსნია და არც მიგრძნობინებია, რომ მიყვარდა. მეგობრებმა მისი სიტყვების მერე გამკიცხეს, მაგრამ მაინც მაპატიეს. ასე გავიდა რამდენიმე წელი. მერე მე გავთხოვდი. ჩემს ქორწილში ზურა ჩემს ქმარს წაეჩხუბა, ძლივს გააშველეს. - მაგ ნაბიჭვარმა როგორ წამართვაო, ასე უთქვამს მერე. ზუსტად 3 წელია, როცა დრო მაქვს, ვემესიჯები სხვისი სახელით. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ისე უყვარს ეგ შეთხზული გოგო, რომ ლამის ჭკუიდან გადავიდეს. მე ყოველთვის ვიცი, სად მიდის, რა აცვია, რა უჭირს ან რა უხარია... მან იცის, რომ საზღვარგარეთ ვარ და ყოველ ზაფხულს მელოდება და მემუდარება, ჩამოდიო.

მმს-ით სხვა გოგოს სურათი გავუგზავნე და დღემდე სჯერა, რომ მე ის გოგო ვარ. ადრე დავიფიცე, რომ ვანანებდი, მაგრამ ახლა მეცოდება. ძალიან, ძალიან მეცოდება... ვხვდები, რომ გადავაჭარბე, გული მტკივა, ახლა ასეთს რომ ვხედავ. თუ გავუბრაზდები, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამს, სახლშიც გვიან მიდის. ვხედავ, რომ განიცდის. ერთ დღესაც სულ გავქრები მისი ცხოვრებიდან და არ ვიცი, მერე რა დაემართება. ღმერთმა მაპატიოს, მე ასე არ მინდოდა. უბრალოდ, მან მაიძულა, ასე მოვქცეოდი.

უბრალოდ, დადუ.

რთული არჩევანი

აღდგენილი პატიოსნება

"ბედნიერი" სამსახური