ნათია ფანჯიკიძე სკანდალურ მანჩო გიორგობიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს - "თავი დაზოგე, ნუ შეიშლები ტანსაცმლიანად"

ნათია ფანჯიკიძე სკანდალურ მანჩო გიორგობიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს - "თავი დაზოგე, ნუ შეიშლები ტანსაცმლიანად"

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მანჩო გიორგობიანს, ბოლო დღეებში მის ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ სტრესთან გამკლავების მიზნით, პროფესიულ დახმარებას სთავაზობს. მანჩომ დამხარების თხოვნით ფსიქოლოგს თავად მიმართა.

ნათიასა და მანჩოს შორის დიალოგი გიორგობიანის მიერ "ფეისბუქის" პირად გვერდზე თეონა კონტრიძის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა.

მანჩო გიორგობიანი: ნათია, ისედაც გასტრესილი ვარ, დაწურული ლიმონი კი არა, გამოჭყლეტილი ვარ, ძალა არ მაქვს და კიდევ ეს სტრესი მინდოდა???((((((((((

ნათია ფანჯიკიძე: შენ ისე ვულკანივით ხარჯავ მანჩო ემოციას... მაგრამ მთელი ყოფილი მთავრობა ესეებს რომ გიძღვნის, ძალიან გამეცინა, ამორძალი...

მანჩო გიორგობიანი: მე აქ ვერ გადავიტან თეონაზე ღაძაობასაც კი, იმიტომ რომ თეონა მართალია!!! მართალია! სწორად მოიქცა! მეც ასე მოვიქცეოდი! ჩვენ ასეთ ოჯახებში გავიზარდეთ.... !

ნათია ფანჯიკიძე: ამ გოგოზე მეც ძალიან შევწუხდი, ბევრჯერ მომხვდა თვალში, რომ უმიზეზოდ მტრულად ექცევიან, დაპატიჟეს და თელავენ, რა უბედურება გვჭირს... ძალიან არასასიამოვნოა.

ეს ერთი ეპიზოდი ასე არ გაანაწყენებდა, ზოგადად მის მიმართ შეკრეს რაღაცა ატმოსფერო, გროვდება ეს ნეგატიური გრძნობები და აქ ამოხეთქა. კარგი ქენი რომ დაწერე, რომ იცოდეს, რომ არ მოგვწონს ასეთი "მასპინძლობა" და ასე არ ვფიქრობთ.

მანჩო გიორგობიანი: ნათია, ხომ მიცნობ, სულ არ მედარდება ვიღაც აღზევებული ძონძები ჩემზე რას დაწერენ... მე ბოლო მონოლოგი წავიკითხე შეცდომაში შეყვანილი ხალხისთვის... რომ არ ჰგონებოდათ, რომ მამა გაბრიელს და რელიგიას ვაშაყირებ და დავცინი.. ისე გადაიტრიალეს ამ ბოროტმა სულებმა!

ნაცნობებზე კი არ მინერვიულია.. ვინერვიულე იმ ხალხზე, დღე და ღამე რიგში რომ იდგენენ, გესმიის? შოკი მქონდა.. ჩემი მოყოლილი სასწაული ისე გადაუტრიალეს, რო რწმენა დაეკარგათ... უმეტესობას არც დაეკარგებოდა, მაგრამ დარტყმა ხომ არის?!...

ვაგდივარ ეს დღეებია გამოფიტული.. ძალა არ მაქვს საერთოდ...

თორემ როდის დამიმალავს, რომ საერთოდ მოუწესრიგებელი მრევლი ვარ.. აი საერთოდ... არაფერში არ ვწერივარ... ყელაფერი მეზარება... ხანდახან წამომივლის და მივრბივარ ხატთან, ან მამაოსთან, ან დედაოსთან... ასე უწესრიგოდ... არცერთი არ მეჩხუბება ამისთვის, არცერთი!... ვახ მე ასეთი ვარ და რა, მოვიტყუო? არ მოვიტყუები!..

ნათია ფანჯიკიძე: მესმის ჩემო ოქრო, თუმცა მეეჭვება, რომ ტექსტი ვინმემ ვერ გაიგო. რეზონანსი კი იმხელა იყო, რომ როგორც ჩანს, სნაიპერი ხარ. დარდად არ ღირს. რომ გიყურე, ვიდარდე, ამხელა გრძნობის გასროლა სხვას მოკლავდა, მაგრამ ასე გულწფელი რომ იყო შენი გრძნობა, ამიტომაც დაგიპირისპირდა ის, ვინც ისედაც შენი საპირისპირო იყო. მტრები არ შეგიძენია, ისევ იმას არ უყვარხარ ვისაც არ უყვარდი და ვისაც უყვარდი, ყველას ისევ უყვარხარ. ამიტომ თავი დაზოგე, ნუ შეიშლები ტანსაცმლიანად.

მანჩო გიორგობიანი: კიდევ გთხოვთ, გემუდარებით, ჯერ მე წამშალეთ და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ლანძღეთ (თეონა კონტრიძე), აგინეთ, დასცინეთ... ჩემი თვალები ნუ დაინახავს ... დამინდეთ!!!!!!

ნათია ფანჯიკიძე: რა სჭირს დასაცინი????? ვინმეს ვინმესი საერთოდ, რა უფლებით და მითუმეტეს ამ გოგოს რა სჭირს დასაცინი, წარმატებულია თავის საქმეში და საქციელითაც მგონი თვითონ არ უგინებია არავისთვის, სხვები იქცევიან ველურებივით.

მანჩო გიორგობიანი: ნათია, გუშინ ვფიქრობდი, ხომ არ მოვიდე კაბინეტში შენთან, მართლა ცუდად ვარ... მაზიდებს ამ აჟიოტაჟზე... კიდევ სტრესში ვარ... აშკარად მარტო ვერ ვუმკლავდები.. ადრე გამიძლიაა სტრესებისთვის...

ნათია ფანჯიკიძე: მოდი, კარგი იქნება. ყველას სჭირდება პერიოდულად ბალანსის აღდგენა და მითუმეტეს სტრესის მერე.

ასეთი ემოციურობა შენი ხიბლია, მართლა მაუგლი ხარ ნამდვილი, მაგრამ ემოციური გადახარჯვა ხდება და გაუფრთხილდი შენს მშვენიერ თავს, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძვირფასი ხარ და სულ არ გაქვს საქმე სანერვიულოდ.

იხილეთ ასევე: კადრები მანჩო გიორგობიანი ბრიფინგიდან, რომელიც ეთერში არ გასულა: მამა გაბრიელის ზეთი და მზადება სკანდალური განცხადებებისთვის (+ვიდეო)

"ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო" - მანჩო გიორგობიანი ინტერნეტს იპყრობს

გიგა ბოკერიას დავმარხავ, დავაბეტონებ! - მანჩო გიორგობიანის მუქარა ახალ სამიზნეს და მის "კურიცა" მეუღლეს

რას წერს დავით ზურაბიშვილი ქალზე, რომელმაც "სრულიად მიშისტობა გაახარა"

მანჩო გიორგობიანის მორიგი ხმაურიანი განცხადება - ვის ადანაშაულებს 60 მლნ-ის მოპარვაში "ინტერნეტ-ვარსკვლავი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს