"მოგიტ*** ქართული შოუბიზნესი!" - ამალიას "ფონოგრამის სკანდალზე" გამოხმაურებები გრძელდება

"მოგიტ*** ქართული შოუბიზნესი!" - ამალიას "ფონოგრამის სკანდალზე" გამოხმაურებები გრძელდება

"ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძის გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოხმაურებები გრძელდება.

მაია დარსმელიძე (მომღერალი) :  "ამასობაში ეს მართლა უნიჭიერესი ქალი კითხულობს უამრავ ნეგატიურ კომენტარს. ცოტა სტრესი გადაიტანა ცხოვრებაში და აუცილებლად უნდა დავუმატოთ...

გავმეორდები და მეათასედ ვიტყვი: მოგიტ*** ქართული შოუბიზნესი!!!!!!"

გიორგი კეკელიძე (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი): "არ მინახავს ჯერ ქალბატონი ამალიას ნამღერი და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გუშინწინ თვალში მომხვდა უამრავი აღტაცებული შეძახილი და დღეს უამრავი სალანძღავი გამოხმაურება. რაღაც სიპმტომატურ ამბავს ჰგავს, ჩვენს სამამულო  "სპორტს''.

ოთო ნემსაძე (მომღერალი) : "ეს იყო ნიჭიერი (ფონოგრამას არ მიჩვეული) ადამიანის სწორი და ძალიან კარგი ნამღერი და მინდა რომ იმის მაგივრად, რომ უაზრო ბრალდებები წავუყენოთ ამ ადამიანს ვუყუროთ მის შემდეგ გამოსვლებს და დავეხმაროთ მას თავისი ადგილის დამკვიდრებაში ნიჭიერის შემდეგაც."

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს