"ეს არის ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან"

"ეს არის ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან"

ოპერის განახლებული თეატრისა და "აბესალომ და ეთერის" დადგმის ირგვლივ რამდენიმე დღეა ხმაური არ წყდება. ამჯერად, ახალი სკანდალის მიზეზი დადგმის ერთ-ერთი დეკორაცია გახდა, რომელმაც მნახველში უკვე გამოიწვია ორაზროვანი ასოციაციები. იურისტი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ფოტოს ავრცელებს, რომელზეც "აბესალომ და ეთერის" დადგმის მთავარი დეკორაციაა ასახული. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ცნობილი სახეების, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, რას ასახავს უცნაური ფორმის ნივთი სცენაზე. ზაზა ბიბილაშვილი ფოტოს ასეთ წარწერას ურთავს:

იხილეთ ვიდეო რეპეტიციიდან

"მეგობრებო, ეს არის ცენტრალური დეკორაცია აბესალომ და ეთერის ახალი დადგმიდან, რომლითაც იხსნება თბილისის ოპერის თეატრი, 6-წლიანი პაუზის შემდეგ. ალბათ, ამ დეკორაციის შემქმნელებს უნდოდათ, ივანიშვილისთვის ეამებინათ. ან შეიძლება არც უნდოდათ, მაგრამ სპონსორზე ფიქრისას, ძალაუნებურად ეს შემოეძერწათ. ან იქნებ პირდაპირი მოთხოვნა იყო კულტურის სამინისტროს ან ფონდი "ქართუს" მხრიდან, სპექტაკლში ოპერის მთავარი ქომაგი ჩააქსოვეთო?

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ეს რომ წინა ხელისუფლების დროს მომხდარიყო - რა ისტერიკაში ჩავარდებოდა ქართულენოვანი რუსული პრესა, ან რა ამბავს ატეხდა ჩვენი სასიქადულო ინტელიგენცია ქართულენოვანი რუსული ტელევიზიების ეთერებში. რას არ დააბრალებდნენ სააკაშვილს - ქართველობას გვართმევს, შეურაცხყოფას გვაყენებს, სექსუალური მანიაკია, ბავშვებს რყვნის, პატრიარქს როგორ კადრებს ამასო (ისიც იჯდება დარბაზში)... ახლა კი იგივე ხალხი დედის რძესავით შეირგებს ამ ამბავს. რატომ? პუტინისგან და ივანიშვილისგან მორთმეულს სხვა მადლი აქვს და იმიტომ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ეს ყველაფერი სასწაულად მოვნათლოთ და დაველოდოთ, რა შედეგით დასრულდება სცენაზე ოლიგარქის გამოსახვა მენეჯმენტისთვის და არა მხოლოდ", - წერს ბიბილაშვილი.

"ივანიშვილის საგვარეულო ღერბი"; "ქართული ოცნების სიმბოლო "ცოცარი"; "ალბათ, კარგია, როცა სცენაზე დარბაზიდან საკუთარ თავს ხედავ", - წერენ კომენტარებში ბიბილაშვილის ფეისბუქ-მეგობრები.

შეგახსენებთ, 30 იანვარს ოპერის თეატრი განახლებული სახით გაიხსნება. სცენაზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საოპერო დადგმა შესრულდება. "აბესალომ და ეთერის" დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები: თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი ასრულებენ.

ასევე წაიკითხეთ:

"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს