"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - რატომ დაუპირისპირდნენ სოფო ნიჟარაძე და მაია დარსმელიძე გიგა კვენეტაძეს ფეისბუქზე

"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - რატომ დაუპირისპირდნენ სოფო ნიჟარაძე და მაია დარსმელიძე გიგა კვენეტაძეს ფეისბუქზე

"ევროვიზია 2016"-ის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა. მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ.

ქართველ ინტერნეტმომხმარებელში უკრაინის გამარჯვებამ პოზიტიური ემოციები გამოიწვია. ბევრი წერს, რომ უკრაინელი კონკურსანტის გამარჯვება ისევე გაუხარდა, როგორც ქართველის გამარჯვება გაუხარდებოდა, ნაწილი იმით გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ რუსების მხარდამჭერების მოლოდინი არ გამართლდა და სერგეი ლაზარევმა, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ევროფესტივალზე. ამ საკითხზე ფეისბუქში დისკუსიაც გაიმართა მომღერლებს შორის. უკრაინის პირველობისა და რუსების მესამეადგილოსნობის საკითხზე დისკუსიას მაია დარსმელიძეს, სოფო ნიჟარაძესა და გიგა კვენეტაძეს შორის მწვავე კამათი მოჰყვა.

დაპირისპირება მომღერლებს შორის დარსმელიძის პოსტზე მიწერილ კომენტარებში წარმოიშვა. "დიახ, პოლიტიკური კონკურსია ევროვიზია და ევროპამ ხმა მისცა უკრაინას, ჯამალას, სიმღერით ყირიმზე... რუსეთს კი "კრიმ ნაშ" არა - იხვის ტოლმაო, უთხრა. Congrats to Ukraine!!" - დაწერა დარსმელიძემ პირად გვერდზე, რასაც რუსეთში მოღვაწე მომღერლისა და კომპოზიტორის გიგა კვენეტაძის კომენტარი მოჰყვა: "ეს პოლიტიკოსებმა! და ევროპელმა ხალხმა რა უთხრა? პასუხი: კრიმი და სევასტოპოლი რუსეთია და დაანებეთ ერთი ადგილის თამაშს თავიო".

რუსეთის მხარდამჭერმა კომენტარმა სოფო ნიჟარაძის გაღიზიანება გამოიწვია. "როგორ შეიძლებოდა ახლა ეს გამარჯვება ასეთი ინტერპრეტაციით გაეგო ვინმეს! სრული მარაზმია!" - დაწერა კომენტარში მომღერალმა. მაია დარსმელიძემ კი ირონიული შეკითხვით მიმართა კვენეტაძეს: "გიგა, შენ ბანძუშკა რუსეთზე ხომ არ დაგწყდა გული, თუ რა ხდება?". კვენეტაძემ პასუხად "კეთილმეზობლური ურთიერთობის" შენარჩუნებისკენ მოუწოდა კოლეგებს: "მაია, მე ვამბობ რომ ვაფასებ შენს და თითეული ადამიანის აზრზს, თუმცა ვფიქრობ მეზობლის ლანძღვა-გინება კარგს არაფერს მიგვიტანს. ასევე მინდა დავამატო, შორეულ ნათესავს ახლო მეზობელი მირჩევნია და ასევე ჩვენი პატრიარქი თითეულ მის გამოსვლაში მიგვიწოდებს მიუტევოთ დამნაშავეს, ასე რომ ვფიქრობ ყველაფერი დროებითია და მთავარი, მე შენ გაფასებ".

"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - დაწერა სოფო ნიჟარაძემ, რასაც დარსმელიძეც დაეთანხმა შესაბამისი კომენტარით და კვენეტაძეს უპასუხა: "მომიტევე მაგრამ იგივე სადღეგრძელოთი ვერ გიპასუხებ. მე რადიკალურად სხვა აზრზე ვარ. რუსეთი არის ოკუპანტი და სანამ არ გააჯ... ჩემი ქვეყნიდან ვერაფრით ვერ მოვეფერები".

სოფო ნიჟარაძე: "გიგა, მართლა შეურაცხყოფა არც გამიფიქრებია, უბრალოდ ყირიმსა და სევასტოპოლზე ადვილად რომ გამოთქვამ შენს აზრს, აფხაზეთსა და ოსეთზეც იგივეს ფიქრობ? გაყიდე "ასტუდიოს" სიმღერებზე პატრიოტიზმი, თუ როგორაა საქმე?"

გიგა კვენეტაძე: "აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა! თქვენ კიდევ ჩემი დები და ძმები განსხვავებული აზრის მიუხედავად, ეს სერიოზულად"

მომღერლების პოლემიკა ფეისბუქაზე იმით დასრულდა, რომ მაია დარსმელიძე რუსეთში მოღვაწე კოლეგას ფეისბუქზე დაბლოკვით "დაემუქრა".

ასევე წაიკითხეთ: რას წერს ქეთა თოფურია სერგეი ლაზარევის "ევროვიზიაზე" გამოსვლის შესახებ

"წნევამ ამიწია... კარგად ვარ უკვე" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე

პაატა იმნაძის დედა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - კლინიკიდან ფოტოს მისი შვილიშვილი აქვეყნებს