როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარ ავარიას "ფეისბუქში" ეხმურებიან:

ირაკლი მაისურაძე:

სიჩქარის გადაჭარბებაზე დედისმკვლელი ჯარიმა კი არა უფრო მეტი სასჯელი უნდა იყოს - .............. ისე რომ მფარველ პატრონი არ გშველოდეს. იმ მცირეწლოვანი ბავშვების მომავალი მაინტერესებს ქუითაისთან მშობლები რომ დაეღუპნენ ავარიაში - ვინ იზრუნებს მათზე?

სოფო ხუციშვილი:

მარტო სიჩქარის გადაჭარბებაზე კი არა ზოგადად ყველანაირ დარღვევაზე უნდა იყოს უმკაცრესი ჯარიმები. დროა ამ "კაი ბიჭობას' და "BMW"-ს მძღოლი ვარ და გახვრეტილი გლუშიწელით უნდა ვიარო"-თემა დასრულდეს. მოძრაობის კულტურა უნდა გაგვაჩნდეს. ხაზიდან ხაზში "ხტუნაობის" წესებით უნდა დავიწყოთ.

მაკა ცინცაძე:

სიჩქარის გადაჭარბებაზე გაამკაცრეთ სასჯელი!!!

თიკა ანდღულაძე:

სასჯელი და კონტროლი! მოპირდაპირე მხრიდან რომ შენ გზაზე მანქანა გადმოგიჭრის, ან მოატრიალებს იმის იმედად, რომ იქ სათვალთვალო კამერა არაა. ყველგან კამერებია საჭირო ალბათ! გასკდა გული... არა ადამიანში თავისით არაფერი გაჯდება, ნუ ქართველში განსაკუთრებით, თორე სტატისტიკა ისეთია რომ უკვე უნდა ყოფილიყო გამჯდარი. ჰიტლერის და ავტობუსის ბილეთების ისტორია ხომ იცით? ის იყო დიქტატორის გადაწყვეტილება. ჩვენ კიდე თანამედროვე ლიბერალურმა საზოგადოებამ კანონით უნდა ვაიძულოთ წესრიგიც და საკუთარი თავის გაფრთხილებაც. გაამკაცრებენ უფრო ჩქარა ივლიან და ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, მაინც დაჯდებიან ჩუმად და დაიჭერ.

გელა კურტანიძე:

გამკაცრება არ უშველის, რაც არის, ესეც საკმარისია, ოღონდ მეტი ყურადღების მიქცევა უნდა პატრულის მხრიდან და კანონის წინაშე თანასწორობა. ყველანი ვხედავთ, ტრასებზე რამდენი მანქანა დაჯირითობს სიჩქარის გადაჭარბებით და ყურადღებას არავინ აქცევს.

ლალაი ფაცია:

6 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, 23 ივლისს ასეთი შემზარავი ამბავი დატრიალდა, როცა ხევსურეთში, ავტოავარიისას ადამიანები დაიღუპნენ და გელა დაიაურის ოჯახის ტრაგედია დატრიალდა... :(((

იჩქარეთ ნელა!..

ჩიორა თაქთაქიშვილი:

ეს რა ტრაგედია მომხდარა! 3 ადამიანია გარდაცვლილიო ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე!!!

მე ამ გზაზე თვეში მინიმუმ 4-ჯერ დავდიოდი და ყოველ ჯერზე დიდი შიშით! არავითარი საგზაო ნიშანი, წინასწარი გაგრთხილება, გზა ხან ვიწროვდება, ხან ფართოვდება, გაუგებარია, სად რა სიჩქარის ზღვარია და ასე სწრადად როგორ უნდა შეანელო, როცა საგზაო ნიშანიც არ გაფრთხილებს წინასწარ! სრული კატასტროფა!!!! მაინცდამაინც ასეთი ტრაგედია უნდა მომხდარიყო???!!! არადა, უამრავი ადამიანი ყვიროდა ამ პრობლემაზე ამ გზის გახსნის დღიდან!!!! არ ვიცი, შეიძლება მიზეზი ზუსტად ეს არ იყო, მაგრამ ფაქტია, სამტრედია-ქუთაისის გზა არის ძალიან ძალიან სახიფათო.

თამთა ჭელიძე:

გული მაქვს გახეთქვაზე, გთხოვთ, ჩემო მეგობრებო, ვიაროთ ფრთხილად ყურადღებით და ფხიზლად!!! არავინ ზრუნავს არაფერზე და არც გზებზე და ჩვენ მაინც მივხედოთ ერთმანეთს!!!

ვიკა ბუკია:

ვუყურებ იმ გოგოს სურათებს, ზღვაზე. ხან მეგობართან ერთად გადაღებულ სელფებს, ხან ქმართან, ვკითხულობ ჩვეულებრივ კომენტარებს, ღადაობენ, ღლიცინებენ.. ბავშვი დაუტოვებიათ ბებიასთან; ალბათ რამდენჯერ ურეკავდნენ დღის განმავლობაში, ეუბნებოდნენ რომელ დღეს ჩავლენ, რომელ საათზე. რა ნაცნობი ისტორიაა. ჩვენც ხშირად ვართ ასე. დავდივართ ზღვაზე, ვტოვებთ ბავშვებს მშობლებთან, ვიღებთ სელფებს, ვწერთ კომენტარებს და წარმოდგენაც არ გვაქვს რა გველის წინ. ყოველგვარი სენტიმენტეის გარეშე. ხვდებით რა ტრაგედიაა? ის ბავშვი ელოდება ახლა დედამისს.

მეც რომ სხვებით დავწერო - მაღალი სიჩქარით არ უნდა ვიაროთ - იმ გოგოებს და იმ ბიჭს ეს ვეღარ გააცოცხლებს.

მაგრამ იქნებ შენ, ვინც ახლა აპირებ რომ ჩაჯდე მანქანაში, ან უკვე ზიხარ.. გთხოვ, გთხოვ, გთხოვ - იარე ნელა. არასდროს არსად არ გვეჩქარება ასე.

დავაჰაშთაგოთ

‪#‎იარენელა‬ ‪#‎iarenela‬

p.s. აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ მკაცრი ზომების მიღება, ეს შესაძლებელია. ღვედები ამის კარგი მაგალითია; უნდა დადგინდეს რა არის ამ დაუსრულებელი ავარიების მიზეზი, რა შეიძლება გაკეთდეს - ასე ვერ გაგრძელდება. ავტობანებზე უფრო მეტი ეკიპაჟი უნდა მოვითხოვოთ, უფრო მაღალი ჯარიმა, უფრო მკაცრი ზომები. პატრული არასწორად დაპარკინგებულ მანქანასთან ყველაზე მკაცრია დღეს, ხოლო აწყვეტილ ჯიპებს მხოლოდ რადარი აკონტროლებს.

გიორგი თუმანიშვილი:

ჩვენ წელთაღრიცხვამე XXVII საუკუნეში აგებდნენ პირამიდებს ათწლეულების მანძილზე. ჩვენ (მთელი ქვეყანა) XXI საუკუნეში ვაშენებთ ათწლეულების მანძილზე ერთ გზას - ავტობანს, რომელიც გაორმხრივდა (ერთმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე) და ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლება მას ამის გამო ...

იხილეთ ასევე: მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად

ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც ქუთაისთან შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

"ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ..." - რას ყვება მეგობარი ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ წყვილზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს