როგორ ეხმაურებიან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ცნობილი ქართველები "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ცნობილი ქართველები "ფეისბუქში"

გუშინ "პირიმზესთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. დაშავებულია 4 პირი, მათ შორის გივი თარგამაძის მძღოლი. ფაქტს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაათვალიერეთ პირველი ფოტოები აფეთქების ადგილიდან

კოკა ყანდიაშვილი, ჟურნალისტი:

ნაციონალური მოძრაობის წევრებო და მხარდამჭერებო!

მოგმართავთ რჩევით - გაერიდეთ ამ მაზოხიზმში გადაზრდილ სადისტებს!

4 ოქტომბერს, სააკაშვილმა საკუთარი პარტიის პრეზენტაციის დაწყებიდან 15 წუთში, საკუთარი ტელეარხის ეთერშივე აჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ გაწირა სასიკვდილოდ, საკუთარი თანაპარტიელი გივი თარგამაძე - არჩევნებამდე სულ რაღაც 3 დღით ადრე. არა და კინაღამ დავიჯერე, რომ სანდრამ ჩახედა მიშას თვალებში... მეგონა, აღარასოდეს განმეორდებოდა ხურჩა, ლაფანყური, გირგვლიანი და ჟვანიას მკვლელობები... წამებები... ნაბოზვრობები...

2003 წელში ჩარჩენილებს - გაერიდეთ ხალხო! უკვე 2016 წელია!

ნინო ჯღარკავა, ჟურნალისტი:

ახლა ეს რომ წმინდა წყლის პროვოკაციაა, რათ უნდა ამას ვარდო მკითხავიი.. კაცოო ეს "პირიმზე" კოდუებისაა ყველამ ვიცით მთელი ნაცები იქ იკრიბებიან დღე და ღამე და თუ ვინმეს აფეთქება და გივიას სიკვდილი უნდოდა ისე ააფეთქებდნენ, რომ სერიოზულად დაშავებულიყო. კარგიით რაა, კარგით რაა თან აფეთქებთ, თან ცოცხლები ხართ და მარტო "ჟიტკოსტმა" გაასხაა?

ცოტნე გამსახურდია, უფლებადამცველი:

აბა, რამდენს გახსოვთ, მიშა სააკაშვილი როცა ვაკეში კენჭს იყრიდა დეპუტატად, არჩევნების წინ რომ ესროლეს? დაგიძველდა მეთოდები, მურტალო! :)))

ჰო, მაშინ იგორ გიორგაძის ნაჩუქარი დაჯავშნული უაზ-ით მოძრაობდა კიდევ

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

კაცი თუ არჩევნებში გამარჯვებისთვის თავს აიფეთქებს მართლა ღირსია რომ გაიმარჯვოს P.შ. მე მენისკი გავიგლიჯე სპეციალურად ოპერაცია რომ გამეკეთებინა

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ნებისმიერ ტერორისტულ აქტს, პოლიტიკურ მტრობას ეწირებიან მშვიდობიანი ადამიანები. უმძიმესი დანაშაულის მთავარი კატასტროფა ხუთი გამვლელის დაშავებაა. სიხარულად ისღა დაგვრჩენია, რომ ხუთზე მეტი არაა. თანაც ეს ხდება შუაგულ ქალაქში, კამერებით აღჭურვილ მოედანზე, გამოიძიეთ, დასაჯეთ. რას ვერ იყოფთ, რის ლიდერობას იჩემებთ? გაღატაკებული ქვეყნის, დაკნინებული მოსახლეობის, დაფლეთილი ტერიტორიების? გვაცადეთ სიცილის, სიკეთის, ადამიანად ყოფნის განწყობის აღდგენა. საზღვრის დაცვა არ შეგიძლიათ, მოქალაქის დაცვა არ შეგიძლიათ, დაპურება არ შეგიძლიათ, სიკეთე არ გაგაჩნიათ, რომ სხვას გადასდოთ. მომბეზრდით და ჩემი თავიც მომბეზრდა ამ აბსურდში. რაჭაში გაზი მაინც გამიყვანეთ ინფრასტრუქტურის ფულიჭამიებო, რომ გაგერიდოთ და დაგივიწყოთ, მაგრამ დაუვიწყარიც რომ გინდათ იყოთ, დემონებო? ორივეს ეხება, წინას და ახლანდელს.

მონოლოგი ციკლიდან: სადა ვკვდებით.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

აქ უკვე ღლიცინებენ, ახლა იტყვიან, თარგამაძემ თავად ააფთქა მანქანაო, მაგრამ, ღმერთმანი. მეორე ვარიანტი არანაკლები გამოდის. მორე ვარიანტის მხედვით, ოცნება მსოფლიოში ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუმცა ნაცების ისე ეშინია, სიტუაციის არევაზე თავად მიდის. ან უკეთეს შემთხვევაში, ნაცებთან შეკრულია და ჩალიჩობს ნაცების აქციაზე ხვალ, რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს. რომელი ვარიანტი მოგწონთ, თავად აირჩიეთ.

ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი:

ასეთი შემთხვევები როგორ აჩენს ხოლმე ჩვენს სიმახინჯეს. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში შეიძლება გახდეს ტერორისტული აქტი საღადაო თემა. გაბრაზდით მაინც ხალხნო, ეს ღლიცინი და დროს ტარება რა უბედურებაა?!

ხურჩაში ავტობუსი რომ ააფეთქეს და მაშინვე გავიგეთ, რომ დადგმული იყო, ბრაზისგან ცოფებს ვყრიდი. ვერ გავიგე ასე რატომ ართობს ამ ხალხს ვიღაც სიკვდილს რომ გადაურჩა და უდანაშაულო ადამიანები რომ სიკვდილს ებრძვიან!

თარგამაძეზე მაინც გაბრაზდნენ, თავი რატომ აიფეთქა, უდანაშაულო ადამიანებს ზიანი მიაყენაო!!! საოცრებაა!

ხათუნა ხოფერია, ყოფილი დეპუტატი:

მე თქვენ გეუბნებით, ეს მანქანა აფეთქებულია გარე ძალების მიერ. გარე ძალებში ვგულისხმობ ნაცმოძრაობას და უბრალოდ მანქანაში მჯდომ ადამიანებს არ მოუხდენიათ ეს ყველაფერი. კიდევ ერთი, რაც ყველაზე მთავარია, გივი თარგამაძე ამ მანქანაში არ მჯდარა, მე ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. ის ამბობს, რომ იჯდა და ამას საიდან ამტკიცებთ? გეუბნებით, რომ არ მჯდარა. რომ მჯდარიყო, ამ დონის აფეთქების შემთხვევაში გივი თარგამაძე დღეს არ იქნებოდა ცოცხალი. თუ რომელიმე საგამოძიებო უწყება დაინტერესდება საიდან ვაცხადებ ამას, ნებისმიერ დროს შემიძლია ჩვენება მივცე.

ქეთინო ალასანია, ბიზნესმენ თემურ ალასანიას მეუღლე:

საქართველოს ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი პრობლემა არის ივანიშვილი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ დგას მის უკან. დღეს რუსი, ხვალ კიდევ ვიღაც სხვა. ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა იყოს კონცენტრირებული მის მოცილებაზე. საქართველოს წარმატებული მომავალი შეიძლება მარტო ერთი ფორმით-ივანიშვილის გარეშე.

ირაკლი კაკაბაძე, უფლებადამცველი, მწერალი:

"სამწუხაროდ, შემთხვევითობაა ის, რომ გივი თარგამაძე ცოცხალი დარჩაო' - პირდაპირ გვეუბნება რუსთავი 2-ის წამყვანი. ანუ თურმე 'სამწუხარო' ყოფილა რომ ჩვენი ლოთი გივია (ვასილიჩი) ცოცხალი გადარჩა. არა, ბატონო გიორგი, სამწუხარო კი არა - ბედნიერი შემთხვევითობაა - და ალბათ, თქვენმა იმ 'თლა უფროსმა' სხვანაირად დაგეგმა ეს ამბავი და რომ შემთხვევით გადარჩა ჩვენი დოყლაპია გივია - ამაზე ნუ სწუხართ - ეს პირიქით, ძალიან კარგია. თქვენ კი ნამდვილად გაიყიდეთ - ფსიქოანალიზის პრაქტიკის არ იყოს - რაც გინდოდათ, ზუსტად ის თქვით დაძაბულ პერიოდში და რომ არ აგიხდათ თქვენი ოცნება რომ პოლიტიკური მკვლელობა მომხდარიყო და მეორე დღეს აგეტეხათ დიდი 'რევოლუციური' ამბავი. მერე თქვენ თვითონვე ამტკიცებთ რომ ახლა გამოვლენ 'ვიღაცეები' და 'იტყვიან რომ გივიმ თვითონ აიფეთქა თავიო'. - არა, ბატონო, სულ არ არის აუცილებელი გივის თვითონ აეფეთქებინა თავი - ის ამას არ იზამდა - ასეთი კამიკაძე არასდროს ყოფილა გივია. არა, უბრალოდ, ოდესაში მყოფ ადამიანებს შორის არის ისეთი, ვინც ასეთი ტერაქტების დაგეგმვაში ოსტატია და რომელიც დაბიჯითებით ამბობდა, რომ 'რევოლუციური სცენარი" აუცილებელია და რომ ამისთვის 'ერთი კაცი მაინც რომ მოკვდეს' ეს არაფერია. აი, ზუსტად ახდა ეს ყველაფერი - ერთი დეტალის გარდა - ღმერთმა გადმოგვხედა და ჩვენი დოყლაპია გივია გადაარჩინა. ახლა, რაღას იტლიკინებთ პროვოკატორი ნაცები, თქვენს საერთო დედას რა ვუთხარი მე.

ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო":

ვისაც ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება დაძაბულობაში უნდა და დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს არის ამ ქვეყნის მტერი!

ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება":

დავამატებდი, რომ ვისაც საარჩევნო პერიოდი უნდა რომ სისხლისნად შეფასდეს, იმის ინტერესებშია და მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიღუპება... ვინ დაშავდება... დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს...

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

ძაან მარტივია. რას იჭყლეტთ ტვინს. თარგამაძემ თვითონ ააფეთქა მანქანა და ეჭვი რომ არ აგვეღო შიგნით ჩაჯდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

გივიმ თავი თვითონ აიფეთქა! ირაკლი ოქრუაშვილმა თვითონ გაიხსნა ცეცხლი, კორცხელში ნაციონალებმა თვითონ დაისისხლიანეს თავები, ეროსიმ თავში ტყვია თვითონ დაიხალა, ბუკა პეტრიაშვილმა თავი თვითონ იცემა და დაიჭრა, რაფალიანცი თვითონ ჩავიდა ქვევრში!!! ლეხ კაჩინსკიმ თვითონ ჩამოაგდო თვითმფრინავი და კენედიმ რომ თავის თავს ესროლა - არ იცოდით?! რამე ახალია?!!!

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩი":

ნებისმიერ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ:

1. არჩევნებამდე რანდენიმე დღით ადრე დედაქალაქის ცენტრში დეპუტატის მანქანის აფეთქება - აწყობს პირველ რიგში რუსეთს

2. რომელი ვერსიაც არ უნდა გეჩვენებოდეთ სარწმუნოდ - პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებაზეა

3. სუსი გვიჯდება წელიწადში 100 მილიონი

გიგა ზედანია, ფილოსოფოსი:

ეს იყო ტერორისტული აქტი და თუ ჩვენ ამას "გავატარებთ" და ყველა დამნაშავეს არ ვიპოვით, დიდი შანსია, რომ ასეთი აქტები გახშირდეს. ვინმეს მხოლოდ პოლიტიკოსის აფეთქება რომ განეზრახა, ასეთ ხალხმრავალ ადგილას ამას არ გააკეთებდა. ეს იყო აქტი, მიმართული როგორც პოლიტიკოსის, ისე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც შემთხვევით იყვნენ იქ - ტერორიზმის დეფინიციაც ესაა.

ზვიად დევდარიანი, CIDA:

ცემა, სროლა, აფეთქება და მერე ამბობ, რომ არც ოცნებას და არც ნაცებს ვაძლევ ხმას და მიიხედ-მოიხედები და - შალვა. ჰო, შალვაზე მაქვს ეჭვი.

გიგი თევზაძე, "ილიაუნის" ყოფილი რექტორი:

მანქანის აფეთქება ნაძირლობაა, დანაშაულია, ტერორიზმია და მორჩა. ახლა სხვა რამის შესახებ: რას იზამს ეს აფეთქება შაბათს? ჩემი აზრით, გამოიწვევს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე, ქართული ოცნების მომხრეების მობილიზაციას: ნაცების მომხრეების, იმიტომ, რომ ლიდერს უფეთქებდნენ (არ აქვს მნიშვნელობა ვინ), ქოცების მომხრეების, იმიტომ, რომ მათ აბრალებენ აფეთქებას, სულ მცირე - ხელსეწყობას და იგნორირებას.

რას მოიტანს ეს კონსოლიდაცია არჩევნებზე? ან, სხვაგვარად, რას ფიქრობდა ის, ვინც გივის აფეთქებდა? ვფიქრობ, ამას: არჩევნებზე მოვა უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ყველა კვლევით იყო ნაჩვენები. გარდა ამისა, ნაცობიდან და ქოცობიდან ოდნავ გადახრილები კვლავ დაუბრუნდებიან დატოვებულ ცენტრს. შედეგად, განსხვავება ორი პარტიის მიერ მიღებულ ხმებს შორის იქნება: 1. ძალიან ცოტა, რაც კარგი საფუძველია, რომ ორ პარტიას შორის დაპირისპირება გაძლიერდეს და უმართავი გახდეს; 2. ძალიან დიდი, რაც ცოტას მიმღებ პარტიას მისცემს საშუალებას გამოაცხადოს არჩევნები გაყალებებულად და დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება.

შესაბამისად, ვინც ეს აფეთქება დაგეგმა, არც სულელია და არც უუნარო. ზუსტად ის გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო. ყველა შემთხვევაში, დესტაბილიზაციის და დაპირისპირების გზა გაკვალულია. დანარჩენი - ცხადია, პოლიტიკურ პარტიებზეა, მაგრამ, ჩვენზეც"

აქვე გთავაზობთ ამ თემაზე ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებს, რომლებმაც მოწონება და გაზიარება დააგროვა:

"თარგამაძე თვაილაითში გადაიღეთ უკვდავი ვამპირია, რას გადარჩენილა"

"გივი თარგამაძე ფლეშია თუ სილვერ სერფერი? აფეთქებული მანქანიდან ისე გაასწრო ტიპმა შუბლზე ერთი ნაკაწრი ჰქონდა მარტო"

"კამიკაძე თარგამაძე?"

ერთი "რკინის კაცი" თარგამაძე უკვე გვყავდა... ეს კიდევ "ბრონირებული გივია"!

წაიკითხეთ ასევე:

რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე, რომელიც გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა

როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს