"ლუდოვიკო XIV, მევიდა ჩვენი დრო?!" - ინტერნეტმომხმარებლების სახალისო გამოხმაურებები ვიზალიბერალიზაციაზე

"ლუდოვიკო XIV, მევიდა ჩვენი დრო?!" - ინტერნეტმომხმარებლების სახალისო გამოხმაურებები ვიზალიბერალიზაციაზე

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ისტორიულ გადაწყვეტილებას სახალისო პოსტებით ეხმაურებოდა:

ლევან ბერძენიშვილი: ევროპა ჩვენი სახლი იყო ყოველთვის. ახლა ამ სახლის გასაღებიც გვაქვს.

გურამ როგავა: დღესასწაულებზე თბილისი რომ დაიცლება, ვეღარ იტყვით, ჩამოთრეულები სოფლებში წავიდნენო. გილოცავთ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან! წარმატებები საქართველოს!

ნიკა ქავთარაძე: ლუდოვიკო XIV, მევიდა ჩვენი დრო?!

ნოე სულაბერიძე: ვიზალიბერალიზაციაზე ვინც წერთ, ყველას მინდა რო ,,ჭეშმარიტად" მიგიწეროთ

კოტე მათითაშვილი: დღეს უნდა ავწიოთ ჭიქა წითელი ღვინით პირამდე სავსე და გზა, გრძელი გზა მიმავალი ცივილიზაციის ცენტრისაკენ ვადღეგრძელოთ!!!!!!!! მე ამას გავაკეთებ! Join Georgia! I am European !

ირაკლი გაფრინდაშვილი: აეროპორტში უნდა გავხსნა ქართველობის შემნახველი საკანი. წახვალ დაკიდებ, ჩამოხვალ. მოიხურებ

ზურაბ ჯაფარიძე: მთაში და სოფელში როგორ დავამაგროთ ხალხი კი არა, ქვეყანაში როგორ დავამაგროთ ხალხი - that is the question now

გიორგი მელაძე: #SHENGEN აცვალე!!!

ალექსი პეტრიაშვილი: გილოცავთ ყველას! ისტორიული გადაწყვეტილებაა!

მერაბ მეტრეველი: მთავარი ის კი არ არის ევროპაში უვიზოდ რომ წახვალთ, არამედ იქიდან რიტი დაბრუნდებთ...

დათო გორგილაძე: ცოტა ხანში იხილავთ ჩემს ასეთ სტატუსებს:

ვჯდები ტაქსიში და მძღოლი მეუბნება: "Il fait un gouvernement avec nous. l'écrou ne peut pas traiter les gens"

დაჩი სახლთუხუცესი: ქართულ-გერმანულ, ქართულ-ფრანგულ და ქართულ-ინგლისურ ლექსიკონებში "უკანა გააააააღეეეეე!!!" ჩაამატეთ?!

სანდრო ჯუფალაკიანი: შვილებს მარია და გაბრიელს დავარქმევ

ნინო სტურუა: მე იმას ვდარდობ, აღდგომა მოდის და ამ თბილისში მემგონი თბილისელებიც აღარ დარჩებიანთქო... კვერცხებია გადასაგორებელი, კვერცხებიიი

წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ ამოქმედებამდე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს