სვეტიცხოვლის დეკანოზი: სანტას ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე

სვეტიცხოვლის დეკანოზი: სანტას ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე

დედა პარასკევას გამოცხადებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია "ფეისბუქზე" ეხმაურება.

გავრცელებულ ინფორმაციით, დედა პარასკევამ თითქოს ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება:

"ის, რაც მცხეთაში ხდება, ვწუხვარ მაგრამ ერის გაუკუღმართებული სულიერი ცხოვრების შედეგია. რა გგონიათ, ვინც პირველი მივა, მეტი საჩუქარი იმას შეხვდება?! იქნებ სანტა კლაუსის ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე. "არა ჰქმენ თავისა შენისა კერპიო" გვეუბნება სინას მთაზე მოსეს მიერ ჩაწერილი ღმერთის ერთერთი მცნება. ვეთაყვანები მამა გავბრიელს, მაგრამ ე.წ. გამოცხადება მისი სახელის დისკრედიტაციას ემსახურება მხოლოდ. სვეტიცხოველს ჩაივლით და დაოთხილები წმინდანის ლამის სამარეში წვებით, როგორ ფიქრობთ, უფრო მეტად შეისმენს ლოცვას?! მაცხოვრის კვართის გვერდის ავლით და მივიწყებით, თუნდაც გაბრიელ სალოსს გავახარებთ?! თუ იქნებ, ვიღაცეების ფინანსური მახინაციებია. ეს არის რწმენა, რომელიც წმინდანთა საფლავებით და ნივთებით საკმაოდ სოლიდურად მდიდრდება და შობაც როგორც მინიმუმ, ორი სურვილის ასრულებით გვათენდება. ფარისევლებო, დღევანდელი მდგომარეობა ეგვიპტის უდაბნოში ისრაელი ერის "ყიჟინას" მახსენებს, რომელიც მოსეს საყვედურობს და კერპების თაყვანისცემას უბრუნდება.... მრცხვენია..."

ამავე თემაზე:

დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო

ასევე დაგაინტერესებთ: პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს