"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნარკოტიკების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასა და სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შესახებ წერს. ფსიქოლოგი გამოსავალს ალტერნატიული გზების ძიებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და მცირეწლოვან ასაკში ფსიქოლოგისთვის დროულად მიმართვაში ხედავს.

"როცა კარგა ხნის ზრდასრული, ყოფილი, ან ვიღაცისთვის ჯერ კიდევ მოქმედი "კაი ტიპები" ამ უკვე მრავალწლიანი, პრაქტიკულად სოციალური, დემოგრაფიული ტრაგედიის შედეგების ფონზე "ახალგაზრდული კუდრაჭობით" სიმპატიას ავლენენ (გაეპარებათ ხოლმე) მარიჰუანას მიმართ, ეს არ მომწონს. ვთვლი, რომ ეს ერთერთი გამოხატულებაა მათი გარკვეულ ასაკზე ფიქსაციის...

მომხმარებლის მიმართ ძალადობრივი პოლიტიკა და მათი ციხეში ყოფნა არ მომწონს. ვიცი მაგალითებიც, როცა სოფლად მცხოვრები, აქტიური ახალგაზრდა კაცები გაუშვიათ მოსაწევის გამო ციხეში - ეს საერთოდ ორმაგი სისულელე და დანაშაულია, ისედაც დაცლილი სოფლების პირობებში.

როცა ამბობენ "ეს ახლები რა არის კაცო, ძველი, კლასიკური ნარკოტიკები ჯობდა," არც ეს არ მომწონს, ისევ შევიწროებულ, დეტალიზებულ აზროვნებასთან გვაქვს საქმე, როცა მხოლოდ ერთ ფრაგმენტზე შეგვიძლია განცდის დამაგრება, - სინამდვილეში ჰეროინს ბიოზე ბევრად მაღალი სიკვდილიანობა აქვს და კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა ჩემს წინა და ჩემი თაობები. კარგი და უსაფრთხო ნარკოტიკი არ არსებობს.

როცა ბიოს ნაცვლად "ბავშვებს" მარიჰუანა მივცეთო ამბობენ, ესეც არ მომწონს, - მოვითხოვოთ სპორტული დარბაზები, ხელოვნების სკოლები მისაწვდომ ფასად, ან სულაც უფასოდ, შეიქმნას სათავგადასავლო-სათამაშო გარემო, სადაც ადრენალინით ტკბობა სხვანაირად მოხდება - სათამაშო საომარი ველი, საშიში ატრაქციონები იაფად, ექსკურსიები..... მარიჰუანას მომხმარებელი იშვიათად არ რისკავს სხვა ნივთიერებების მიყოლებას და მოსინჯვას და თვითონ მარიჰუანაც იწვევს ბევრ ცუდ შედეგს.

რაღაც ასეთ პოზიციას ვხედავ, რომ "რამე მივცეთ ამ ბავშვებს, რომ არ ქნან უარესი, თითქოს "რამეს" გარეშე ჯანმრთელი ადამიანი, ბავშვი ცხოვრებით ტკბობას ვერ უნდა ახერხებდეს.

ჯერ რამე ჯანმრთელი რომ შევთავაზოთ, რაც ენერგიას კი არ ართმევს, პირიქით, აკუმულირებას ახდენს, იქნებ მოგვესინჯა? მშობლებმა კი დეპრესიის ნიშნების ან იოლად აღგზნების სიმპტომების შენიშვნისას ბავშვი დროულად მიიყვანონ ფსიქოლოგთან.

იქნებ გულახდილად ველაპარაკოთ ბავშვებს, - ყველაზე კარგ ადამიანებსაც კი, როგორ ართმევს ეს დაავადება (ნარკომანია) დაავადების პერიოდში ღირსებას, იწვევს მრავლობით პერსონოლოგიურ და ქცევით აშლილობებს, აიძულებს ისეთ ქცევას, როგორიც ის ბუნებრივად არ არის - პათოლოგიურ ტყუილებს, მომაკვდავი მეგობრის მიტოვებას, პოლიციის შიშით, პრინციპებისთვის ღალატს "ლომკის" შიშით და ა.შ. და რა ძნელია ამ დაავადებიდან გამოძრომა და საკუთარი ნამდვილი "მეს" დაბრუნება. და რამხელა ტრაგედიაა საკუთარი თავის თანდათან იზოლაციაში მოქცევა, როცა არავისთვის აღარ ხარ სასიამოვნო სტუმარი.

ბენჯის აქვს ძალიან მაგარი ინიციატივა და თუ მოვახერხეთ და ეს საქმე დავძარით, სწორი სტრატეგია და მესიჯები ჩამოვაყალიბეთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვის ხედვა შეიცვლება და იქნებ მომავალი წლები მაინც იყოს საიმედო, რომ ისედაც მცირე ადამიანური რესურსის ქვეყანაში არ დაიკარგოს კიდევ თაობები", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, კაფე "გალერიში" განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოებაში მარიხუანას დეკრიმინალიზაციისა და "ბიო ნარკოტიკის" თემაზე დისკუსია გააქტიურდა.

რამდენიმე დღის წინ კაფე "გალერიში" 23 წლის ახალგაზრდა, დავით ცხაკაია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზა გახდა.

იხილეთ ასევე: "ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია" - თამარ ჩერგოლეიშვილი "გალერიში" მომხდარ ფაქტზე

რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის"

პარაკლისი კაფე "გალერისთან" - რას მოითხოვენ სასულიერო პირები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს