ჟურნალისტების დახოცვის ვიდეო მკვლელმა თავად გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა

ჟურნალისტების დახოცვის ვიდეო მკვლელმა თავად გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა

ვირჯინიის შტატში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტის მკველობაში ეჭვმიტანილი მათივე ყოფილი კოლეგა აღმოჩნდა.

WDBJ-TV-ის ჟურნალისტის 24 წლის ელისონ პარკერისა და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდის მკვლელი ლესტერ ლი ფლენიგანია. მკვლელობის ჩადენის შემდეგ მან ტვიტერზე მკვლელობის მოტივის შესახებ დაწერა. ფლენიგანი აფრო -ამერიკელია და როგორც მან დაწერა, პარკერი რასისტულ კომენტარებს აკეთებდა, რის გამოც მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს დასაქმების თანასწორობის კომისიაში, თუმცა WDBJ-TV-მ მისი დაქირავება მაინც გადაწყვიტა.

კომენტარზე უფრო შოკისმომგვრელი ის ვიდეოა, რომელიც მკვლელმა ტვიტერზე გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება და ესვრის ის ყოფილ თანამშრომლებს. პოლიციამ ფლენიგანს მიაკვლია, მან შემთხვევის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალისტი, რომელმაც კოლეგები პირდაპირ ეთერში ჩახრილა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

"მათ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს და საშინელებად მიქციეს" - ჟურნალისტების მკვლელის უკანასკნელი წერილი

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

კამერუნში, თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია - "რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს"