"მათ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს და საშინელებად მიქციეს" - ჟურნალისტების მკვლელის უკანასკნელი წერილი

"მათ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს და საშინელებად მიქციეს" - ჟურნალისტების მკვლელის უკანასკნელი წერილი

ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშვე ვესტერ ფლენეგანმა სიკვდილის წინ განაცხადა, რომ ყოფილი კოლეგები შურისძიების გამო მოკლა. მიზეზად მან დისკრიმინაცია, ხოლო "უკანასკნელ წვეთად" ჩარლსტონის ეკლესიის მრევლის მკვლელობა დაასახელა.

ტელეარხ ABC-ზე ფლენეგანმა 23 გვერდიანი ფაქსი გაგზავნა. შეტყობინებაში ის წერს, რომ ბოლო წვეთი, რამაც იარაღის ხელში აღება აიძულა, აფროამერიკელი მრევლის ეკლესიაში ჩაცხრილვის ფაქტი გახდა, რომელიც ჩარლსტონში, ამა წლის 17 ივნისს მოხდა. ფლენეგანის თქმით, ის დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო რასობრივ და სექსუალურ ნიადაგზე და მას სამსახურშიც ავიწროვებდნენ. მან განაცხადა, რომ ავიწროვებდნენ შავკანიანი მამაკაცები და თეთრკანიანი ქალებიც, დაცინვისა და წნეხის ობიექტი კანის ფერისა და ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო იყო.

”რატომ გავაკეთე ეს? რამაც საბოლოოდ მიბიძგა ამისკენ, ჩარლტონში ეკლესიაში მომხდარი მკვლელობა იყო. ჩემს ტყვიებს იქ დაღუპული ადამიანების ინიციალები აქვთ. ელისონი და ადამი ჩემს მიმართ რასისტულ კომენტარებს აკეთებდნენ, როდესაც ერთად ვმუშაობდით. ჯერ ელისონმა დაიწყო, შემდეგ ადამიც შეუერთდა ამ გართობაში. წავედი და გადაცემას ვუჩივლე და ამის მერე დამშვიდდნენ.

"მახსოვს ერთი კონკრეტული დღე, სასამართლო შენობიდან გამოვდიოდი, დაბნეული ვიყავი, შიშს ვგრძნობდი. მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა მებრძოლა. მათ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს და საშინელებად მიქციეს. ახალი ამბების დირექტორი ტირანი იყო, თანამშრომლებს უთხრა, რომ ჩემთვის ვიდეო გადაეღოთ, რამეს თუ არასწორად ვიზამდი. შემდეგ პენსილვანიადან სამსახურის შემოთავაზება მივიღე, მაგრამ უფროსობამ ისე ქნა, რომ უარი ათქმევინა ჩემს აყვანაზე. მე არ უნდა მჭირდებოდეს სამსახურში მოძალადე ხალხთან გამკლავება. ამაზე უნდა იზრუნონ კანონმდებლებმა” - წერს ფლენეგანი თავის წერილში.

ჟურნალისტი, რომელმაც კოლეგები პირდაპირ ეთერში ჩახრილა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ჟურნალისტების დახოცვის ვიდეო მკვლელმა თავად გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა