"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

გოგა ხაინდრავა სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას განცხადებას იმის შესხაებ, რომ მას ლონდონში ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია დაუკვეთა შიზოფრენიად აფასებს.

"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, კოდუა არინ შიზოფრენიით დაავადებული ხალხი. ეს ავადმყოფობა უკვე ისეთ ხარისხში გადავიდა, თვითონ აღარ იციან უკვე რას აკეთებენ. კოდუას იმ ცუდი ოფიციანტივით მოუვიდა, დაკვეთები რომ ერევა ხოლმე – როგორც ჩანს ჩემი მკვლელობა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაუკვეთეს და პატარკაციშვილს გადააბრალა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გოგა ხაინდრავამ.

რამდენიმე წუთის წინ სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ რუსთავი2-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში ბადრი პატარკაციშვილისა და მისი საუბრის დეტალებზე ისაუბრა: კოდუა აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას ის სახელი და გვარი ვისი ლიკვიდაციას კიდევ სამ პიროვნებასთან ერთად უნდა მომხდარიყო. ესენი მისივე გუნდის წევრები უნდა ყოფილიყვნენ და დააბრალებდა ხელისუფლებას და ამის შემდეგ დაიწყებოდა მასობრივი მღელვარება. რასაც მოჰყვებოდა სახელმწიფოებრი გადატრიალება.

"ის ერთი ადამიანი, პირდაპირ მითხრა, დაუფიქრებლად მითხრა,- გოგა ხაინდრავა და მე ეს ძალიან გამიკვირდა, ერთი ეს ადამიანიო და დანარჩენ სამ ადამიანს, უკვე მომაწოდებდა სიას. მისი გუნდის წევრებს ეტყობა იცილებდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ შეიძლება მერე არ უნდოდა ურთიერთობა, ან ისეთი ხალხი ამოირჩია რომ 100%-ში დარწმუნებული ყოფილიყო საზოგადოება, რომ ეს ამათმა გააკეთეს". - პასუხობს ერეკლე კოდუა.

დაგაინტერესებთ: ერეკლე კოდუა: "პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია დამიკვეთა"

-"მერაბიშვილი უნდა მომეკლა" - ერეკლე კოდუა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა