"მერაბიშვილი უნდა მომეკლა" - ერეკლე კოდუა

"მერაბიშვილი უნდა მომეკლა" - ერეკლე კოდუა

"რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კუდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ ე.წ "ლონდონის სპეცოპერაციის" დეტალები პირველად გაასაჯაროვა. ამჟამად ევროპაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, პატარკაციშვილმა ლონდონში შეხვედრისას მისი გუნდის ის წევრები დაუსახელა, რომელიც კოდუას უნდა "მოეცილებინა", რაც შემდგომში იმჟამინდელ ხელისუფლებას დაბრალდებოდა, ამას კი მასობრივი მღელვარება და სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვებოდა.

ამასთან, კოდუას მტკიცებით, პატარკაციშვილმა მასთან ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციაზეც ისაუბრა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ბიზნესმენი დაინტერესდა, რამდენად შეძლებდა კოდუა მის სპეცრაზმელებთან ერთად "ხელში ჩაეგდო" შს სამინისტრო და ეხელმძღვანელა უწყებისთვის. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამზადებდა თუ არა 2007 წელს პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას, კოდუამ უპასუხა, რომ ბიზნესმენის "შეკვეთები" მის მიმართ, ამაზე მიუთითებდა.

”ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილი როგორმე უნდა დავაპატიმროთ. ავუხსენი, რომ მერაბიშვილის დაპატიმრება რეალური არ იყო და მერე თვითონ შემომთავაზა, ნემსი გავუკეთოთო და თან ხელს მაჩვენებდა... უნდოდა ეთქვა, მოვკლათ, რაღაც გავაკეთოთ, მითხრა ნემსი გავუკეთოთ და მოვიცილოთო... შემეკითხა რამდენი ადამიანი მყავდა და შევძლებდი თუ არა "ემვედეს" ხელში აღებას", - განაცხადა კოდუამ.

დაგაინტერესებთ:

ერეკლე კოდუა: "პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია დამიკვეთა"

"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

"შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში" - ნათელა პატარკაციშვილის პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა