ერეკლე კოდუა: "პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია დამიკვეთა"

ერეკლე კოდუა: "პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია დამიკვეთა"

სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა მედიასთან ხანგრძლივ დუმილს არღვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სკანდალური ნაწილი ეხება ბადრი პარაკაციშვილის და ერეკლე კოდუას საუბრის იმ ეპიზოდს, რომელიც მათ შორის ოთახიდან გასვლის შემდეგ აივანზე შედგა.  "კურიერის" ჟურნალისტის თქმით, აქ დაუსახელა ბადრი პატარკაციშვილმა მას ის სახელი და გვარი ვისი ლიკვიდაციას კიდევ სამ პიროვნებასთან ერთად  უნდა მომხდარიყო. ესენი მისივე გუნდის წევრები უნდა ყოფილიყვნენ და დააბრალებდა ხელისუფლებას და ამის შემდეგ დაიწყებოდა მასობრივი მღელვარება. რასაც მოჰყვებოდა სახელმწიფოებრი გადატრიალება. 

"ის ერთი ადამიანი, პირდაპირ მითხრა, დაუფიქრებლად მითხრა,- გოგა ხაინდრავა და მე ეს ძალიან გამიკვირდა, ერთი ეს ადამიანიო და დანარჩენ სამ ადამიანს, უკვე მომაწოდებდა სიას. მისი გუნდის წევრებს ეტყობა იცილებდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ  შეიძლება მერე არ უნდოდა ურთიერთობა, ან ისეთი ხალხი ამოირჩია რომ 100%-ში დარწმუნებული ყოფილიყო საზოგადოება, რომ ეს ამათმა გააკეთეს". - პასუხობს ერეკლე კოდუა.

მან ლონდონის შეხვედრის სხვა დეტალებიც გაიხსენა. "რომ ჩავედით, მივედით სასტუმროში, სადაც მოხდა ფეხსაცმლის ქუსლში აპარატის დამონტაჟება. დაგვხვდა სამი ადამიანი. შეგვამოწმეს. პატარკაციშვილთან საუბარი იყო ორ საათზე მეტი. ილაპარაკა პუტინზე, რომ იცნობდა 20 წლის წინ, როცა სპეცსამსახურებში მუშაობდა, როგორ უხდიდა ფულს, აჭმევდა, როგორი დაუნახავია, როგორი წვლილი შეიტანა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და როგორ დაუწყო აქეთ ბრძოლა", - განაცხადა კოდუამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა" - გოგა ხაინდრავას პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

-"მერაბიშვილი უნდა მომეკლა" - ერეკლე კოდუა

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ