გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა - პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი

გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა - პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი

ბოლო განახლება| "ურთიერთობა გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში" - პრეზიდენტი ივანიშვილის და მთავრობის კრიტიკას პასუხობს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაშლილია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ გადაიდგა ნაბიჯები.

"ეს ნაბიჯები გადადგმულია არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უწყებრივი დაპირისპირებიდან. თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და შევეცდებით მონოპოლიზაცია განვახორციელოთ რომელიმე ინსტიტუტში, მივიღებთ იმას, რაც არ მოგვწონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ჩაშლის წინაპირობა მან დღეს დილას დაინახა.

ამავე თემაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა