შვიდი წელი ბაჩო ახალაიასთვის არც ისე ცოტაა - თეა წულუკიანი

შვიდი წელი ბაჩო ახალაიასთვის არც ისე ცოტაა - თეა წულუკიანი

ტელე "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, ბაჩო ახალაიას "ნავთლუღის საქმეზე" გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

წულუკიანის განცხადებით, შვიდი წელი ციხეში შესაძლოა მედგარი კაცისთვის ცოტაა, მაგრამ ბაჩო ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტაა.

"ამ საქმეზე წინა ხელისუფლება თვალს ხუჭავდა. მთავრი პრობლემა მაშინ იყო ის, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო ძალადობდა ადამიანზე და მის სიცოცხლეზე და შემდეგ უარს ამბობდა სახელმწიფო ამ საქმეების გამოძიებაზე და რეაგირებაზე. რეაგირება მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, საქმე დაიძრა მკვდარი წერტილიდან და გამოძიების შედეგად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მე როგორც ერთ მოქალაქეს მგონია, რომ შეიძლებოდა სასჯელი მეტი ყოფილიყო. შვიდი წელი ციხეში შესაძლოა მედგარი კაცისთვის ცოტაა, მაგრამ ბაჩო ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტაა", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებას სალომე მახარაძის რეპლიკა მოჰყვა.

"მინდა ქალბატონი თეა დავარწმუნო, რომ ამ კაცს შინაგანი სიმტკიცის პრობლემა ნამდვილად არ აქვს".

ასევე დაგაინტერესებთ| ბაჩო ახალაია ადამიანების მჭამელად შეირაცხა - სალომე მახარაძე

-"ეს იყო ადამიანების მიზანმიმართული დახვრეტა..." - ნანი სურმანიძე

-"ნაციონალურ მოძრაობას" ერთ-ერთი მეუფის მოკვლა და პატრიარქის დაზიანება უნდოდა - თეა წულუკიანი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა