რამდენ მილიონს ფლობს დეპუტატი, რომელიც 160 ლარს "ყოფნის" - ზურაბ ტყემალაძის დეკლარირებული ქონება

რამდენ მილიონს ფლობს დეპუტატი, რომელიც 160 ლარს "ყოფნის" - ზურაბ ტყემალაძის დეკლარირებული ქონება

მკითხველს მოეხსენება, რომ რომ ტყემალაძის მიერ, ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნათქვამ ფრაზას - "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს", დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ქონებას ფლობს თავად ზურაბ ტყემალაძე.

ეკონომიკური გამოცემა "ბი პი ენ"-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტყემალაძე დაახლოებით 200 მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს.

ზურაბ ტყემალაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა, მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ის არის ოცამდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორი. ტყემალაძე არის საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მას ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის დეკემბერში აქვს შევსებული, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე აქვს ბინა, რომლის ფართობი 205 კვ. მეტრია, მის მფლობელობაში შედის მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხი, აგრეთვე მსუბუქი ავტომანქანა "პეჟო 607" და სს "თბილხელსაწყოს" ფასიანი ქაღალდები 68 500 დოლარის ოდენობით. ნაღდი ფულის რაოდენობა, რომელიც დეკლარაციაში აქვს მითითებული, ასე გამოიყურება: 17 ათასი დოლარი, 3 500 ევრო, 75 ათასი ლარი. იქვე მითითებულია, რომ ბატონი ზურაბი შპს "საამოსა" და შპს "აგუნას" პარტნიორია. ზურაბ ტყემელაძის ქონება არაოფიციალურად დაახლოებით 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

იხილეთ სტატია| 10 უმდიდრესი ქართველი პარლამენტარი

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა