სააკაშვილი წინ, მარგველაშვილი უკან - ისტორიული დღე და ქართველები ევროპარლამენტში

სააკაშვილი წინ, მარგველაშვილი უკან - ისტორიული დღე და ქართველები ევროპარლამენტში

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.

იქვე იმყოფება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილსაც და მარგველაშვილსაც  ევროპარლამენტში ტაშით მიესალმნენ.

ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში სტუმრებისთვის განკუთვნილ ნაწილში წინ მიხეილ სააკაშვილი, უკან კი საქართველოს პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები განთავსდნენ.

იხილეთ ვიდეო: ევროპარლამენტი საქართველოს ახლანდელ და ყოფილ პრეზიდენტებს ტაშით მიესალმა

ნახეთ| რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო

ასევე დაგაინტერესებთ| ეროვნული მანკიერებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში არ წერია - ანუ, რა არის ევროპელობა

ქეთევან ქარდავას ფოტოები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები