როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება პუტინის მიერ ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის მოსკოვში მიწვევას

როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება პუტინის მიერ ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის მოსკოვში მიწვევას

თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიგნით რუსეთს პრაქტიკულად არ აქვს ურთიერთობები.

რას პასუხობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტის მზაობას, უმასპინძლოს მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატებმა მოსაზრებები "ქრონიკასთან" საუბრისას დააფიქსირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთთან და იგივეს აპირებს სამაჩაბლოსთან, ვერანაირ პირისპირ მოლაპარაკებებზე ვერ იქნება საუბარი. დეპუტატები პუტინს ექვს პუნქტიან შეთანხმებას ახსენებენ და ამბობენ, რომ ერთადერთი მოლაპარაკების ფორმატი ჟენევის ფორმატია.

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აფორმებს ე.წ. ხელშეკრულებას აფხაზეთთან და გეგმავს სამაჩაბლოს ანექსიას, ამ ფონზე ვფიქრობ, რომ რაიმე დიალოგზე საუბარი შეუსაბამოა.

ზვიად კვაჭანტირაძე, საპარლამენტო უმრავლესობა: რუსეთი არის აგრესორი და მას დღესაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი., ამიტომ ჩვენ არ ვართ განწყობილნი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გასამართად, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ამ საკითხზე და მივიჩნევთ, რომ ერთადერთი ფორმატი მოლაპარაკებებისთვის ჟენევის ფორმატია, რომლის მნიშვნელობასაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავაკნინებთ.

იხილეთ:

პუტინი ღარიბაშვილს და მარგველაშვილს მოსკოვში ეპატიჟება

და

როგორ ცდილობდა პუტინი ქართველი ჟურნალისტის კითხვისთვის თავის არიდებას

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა