"ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა" - ბიძინა ივანიშვილი

"ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა" - ბიძინა ივანიშვილი

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის აზრით, ადამიანის უფლებების კუთხით თავისუფლად შეგვიძლია, ევროპის ქვეყნებს შევედაროთ.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა, დაბრუნებული უფლებები არის ის, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ.

"ამას უნდა გავუფრთხილდეთ, კარგად გავიაზროთ, სწორად მოვთხოვოთ და სწორად გავაკონტროლოთ ხელისუფლება – არც იმის საშაულება მივცეთ, რომ გზიდან გადავიდეს, მაგრამ არც ის უნდა მოვთხოვოთ, რისი გაკეთების თეორიული ალბათობაც არ არსებობს, რასაც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არ უნდა იყოს ქვეყნის ოპოზიცია. "ყველამ უნდა მოვახერხოთ ძირითადზე შეთანხმება. მთავრობის ოპონირება სიცრუის საფუძველზე არ უნდა მოვახერხოთ და ქვეყნის დანგრევის მცდელობა არ უნდა გვქონდეს, რაც აშკარად შეიმჩნევა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობებიდან. ამის გასაღები ერთადერთია – ჩვენი საზოგადოება არ უნდა იყოს ადვილი მოსატყუებელი. ეს არც ჩვენ უდნა ვიკადროთ და ვინც კადრულობს, ვერ უნდა შეძლოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ ცოდნის ამაღლებას შეუწყობს ხელს საზოგადოება 20/30, თუმცა არავინ უნდა გაიგოს, რომ ის ვინმეს აღზრდას აპირებს. "ჩვენ გვინდა, ცოტა ხელი შევუწყოთ და დავაჩქაროთ ცნობიერების ამაღლების პროცესები", - დასძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია "მოქალაქის", შემდეგ კი საზოგადოება 20/30-ის ჩამოყალიბება თავიდანვე დაგეგმილი და გააზრებული ჰქონდა. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა, მას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჯერ ორგანიზაცია "მოქალაქის", შემდეგ კი საზოგადოება 20/30-ის ჩამოყალიბება დაგეგმილი და გააზრებული ჰქონდა.

"ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ვპროგნოზირებდი, თუ რას ვაპირებდი შემდგომ. არჩევნების პროცესში რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ერთ წელიწადში, რაც პრეზიდენტს გავუშვებ, წავალ ხელისუფლებიდან და შემდგომ 20 წელი ვიმოღვაწევებ, რომ გამყარდეს სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი ნახტომი, რომლის შემდგომ მისი გაღრმავება და შენარჩუნება არის საჭირო და ამას ემყარებოდა ჩემი გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებაში წასვლასთან დაკავშირებით. "მოქალაქის" შექმნაც ამას ემყარებოდა. სულაც არ მინდა, შეურაცხმყოფელი იყოს ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, პირიქით, ჩემი სტიმულია ის, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის და ახლა რასაც ვაკეთებ იმის საფუძველიც ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ვისწავლოთ ის, რასაც ათწლეულები მოანდომეს ევროპის განვითარებულმა სახელმწიფოებმა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა.

"ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ის პირობები, რაც შექმნილია ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გარე ფაქტორებიც თანხვედრაში მოვა, ეს რამდენიმე თვის ამბავია და აუცილებლად ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ და ოპტიმისტურ ეკონომიკის ზრდას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეკონომიკა მზარდი ტემპებით გაიზარდოს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება.

"დაველოდოთ მოვლენებს და კიდევ ერთხელ ვარწმუნებ მოსახლეობას – განეწყვეთ ოპტიმიზმით! ჩვენ გველოდება, თუ გნებავთ, გვემუქრება, ძალიან დიდი და ძალიან სასიხარულო ეკონომიკის ზრდა. განწირული ვართ იმისათვის, რომ ჩვენ აუცილებლად წარმატებულ ქვეყნად დავრეგისტრიდეთ და დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ექსპრემიერის განმარტებით, განცხადებაში, რომ მესამე წელიწადი იქნება კარგი, დემოკრატიული ფასეულობების დაფუძნება ჰქონდა მხედველობაში

"მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ" - ბიძინა ივანიშვილი "კვირის 20/30"-ის მიზნებსა და სხვა დეტალებზე

ბიძინა ივანიშვილი - მედია ხელისუფლების ზეწოლისგან აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა

"ნაციონალები" ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არ აქვთ და არც ექნებათ - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და არჩევნებსაც არ დაელოდონ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა