ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი სკანდალურ ჩანაწერებზე

ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი სკანდალურ ჩანაწერებზე

ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა , რითაც გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა. [იხილეთ ვიდეო]

მთავრობის მეთაურის განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა.

"გუშინ გავრცელდა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიასა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას შორის საუბრების ჩანაწერები. შეუძლებელია არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და ჩვენი ხალხის ბედისადმი.

ეს ის ხალხია, ვინც არბევდა მშვიდობიან დემოსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, ვინც ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა საქართველოს სახელი. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე სამი წლის წინ და იმაზე ძლიერი, ვიდრე ეს ვინმეს წამოუდგენია. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა. მე გუშინ მქონდა ოპერატიული თათბირი შესაბამის სამსახურებთან და მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სამართალდამცავები გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."