"ბიძინამ ცოტა მისაყვედურა..." - გოგი თოფაძის პირველი განმარტება სკანდალური განცხადების შემდეგ

"ბიძინამ ცოტა მისაყვედურა..." - გოგი თოფაძის პირველი განმარტება სკანდალური განცხადების შემდეგ

პარლამენტში დეპუტატ გოგი თოფაძის გამოსვლას საზოგადოებაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ უმრავლესობის წევრმა განცხადებაც გაავრცელა და ტერმინის "დაუნი" არაკორექტული ხსენებისთვის ბოდიში მოიხადა. იყო თუ არა ეს ტექნიკური შეცდომა, რეალურად რას ფიქრობს გოგი თოფაძე პრეზიდენტის წლების წინ დაწერილ წერილზე და რა უთხრა გამოსვლის შემდეგ ექსპრემიერმა ივანიშვილმა დეპუტატს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარეს, გოგი თოფაძეს ესაუბრა:

- პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ჩემი ოთხივე პრეტენზია იყო მართებული. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ არასწორად მოიქცა ჩვენი კოალიციის მიმართ. მისი დაწერილი სტატია კი ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს. ქართველი კაცი თავის ერს ასე არ უნდა ლანძღავდეს. ერთადერთი, რაც აქტიურად აიტაცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ძირითადად იმათ, ვინც უცხოეთთან არის დაკავშირებული და პატრიოტული სულისკვეთება ატროფირებული აქვთ, არის ის, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული დაავადებების დასახელება ცოტა შემეშალა, თუმცა მერე გამოვასწორე. სწორედ ეს აიტაცეს, თორემ არცერთი სხვა პუნქტი პრეზიდენტს არც გაუპროტესტებია და ვერც გააპროტესტებს იმიტომ, რომ რეალობა იყო.

- პარლამენტში თქვენი გამოსვლის შემდეგ ხომ არ გისაუბრიათ ბიძინა ივანიშვილთან?

- ჩემი გამოსვლის მერე, ბიძინამ ცოტა მისაყვედურა, ასეთი მკაცრი არ უნდა ყოფილიყავი პრეზიდენტის მიმართო. სამართლიანობა ქართველ ხალხს ყოველთვის უყვარდა და აფასებდა. ჩემს ოთხ კრიტიკული შენიშვნაზე ვერც ხალხი და ვერც პრეზიდენტი ვერაფერს იტყვის. ტელეფონიც არ მიჩერდება იმდენი ზარია, მადლობის გადასახდელად მირეკავს ხალხი განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

გოგი თოფაძის განცხადებები, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

რა ხდება ფეისბუქში მას შემდეგ, რაც გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."