"დებილი ვთქვი მე, უნდა მეთქვა დაუნი" - გოგი თოფაძე

"დებილი ვთქვი მე, უნდა მეთქვა დაუნი" - გოგი თოფაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტავს განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის მისამართით პარლამენტში გააკეთა, თუმცა სიცხადის შეტანის ნაცვლად, მის კომენტარში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შეაქვს:

"აჟიტირება იმაზე, რომ მე ერთი სამედიცინო ტერმინი შემეშალა... დაუნი და დებილი - ამაზე იყო აგორებული მთელი თქვენი კამპანია. უნდა გითხრათ, ამან იმხელა დადებითი ემოციები გამოიწვია ჩემ მიმართ... ტელეფონი არ მიჩერდებოდა, ფეისბუქზეც იყო გამოხმაურება. ზოგიერთი ტელეარხი არასწორად ახმოვანებთ, მე ბოდიშს ვუხდი იმ ხალხს, ავადმყოფებს, მათ ოჯახის წევრებს, ვისაც ეხება ეს სიტყვა. არასწორად ჩამოვაყალიბე ეს ავადმყოფობა. ასევე პრეზიდენტსაც ვთხოვ, თავის "მეცნიერული ნაშრომის" გამო ბოდიში მოუხადოს ხალხს.

თუმცა, უნდა გითხრათ, სამედიცინო ექსპერტებიც გვყავდა და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ, დაუნი უფრო მსუბუქი დაავადებაა, ვიდრე დებილობა. არა, უფრო სწორად, ეს უფრო მსუბუქია, ვიდრე სინდრომი. დებილი ვთქვი მე, უნდა მეთქვა დაუნი. ასე არ არის? ეს უფრო ნაკლები დაავადებაა, ვიდრე ის, რაც მე შემეშალა და დავასახელე. არ ვარ ექიმი და რაც წავიკითხე ის სტატია (გულისხმობს პრეზიდენტის ნაშრომს "ნიჩურტა) და ვინც წაიკითხა, ალბათ ყველა გაიზიარებს ჩემს აზრს, რომ პრეზიდენტმა უნდა მოიხადოს ბოდიში ყველას წინაშე. რა არ მოგწონთ ჩემ ნათქვამში? თუ გვინდა და დემოკრატიას ვაშენებთ, ეს უნდა ავიტანოთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა შეხვედრა იმ ადამიანებთან, ორგანიზაციებთან ან მშობლებთან, ვისაც ამ სიტყვის სალანძღავ კონტექსტში გამოყენებამ შეურაცხყოფა მიაყენა, უმრავლესობის წევრმა უპასუხა: "სულ არ მაინტერესებს იმათთან შეხვედრა. ასეთები ხშირად ხდება, თემა გორდება საქართველოში... ამას ყავს თავისი შემსრულებლები, რომლებიც უცხოეთიდან გრანტებით ცხოვრობენ და მათთვის ქვეყნის ინტერესები მეორე პლანზე დგას".

იხილეთ ვიდეო პრესკონფერენციიდან

ასევე წაიკითხეთ:

გოგი თოფაძის განცხადებები, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

"ბიძინამ ცოტა მისაყვედურა..." - გოგი თოფაძის პირველი განმარტება სკანდალური განცხადების შემდეგ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."