გიორგი კვირიკაშვილი ნიკა გვარამიაზე - კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი

გიორგი კვირიკაშვილი ნიკა გვარამიაზე - კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი

"კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

თემაზე კომენტირებისას მთავრობის მეთაური მხოლოდ აღნიშნული რეპლიკით შემოიფარგლა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დასძინა, გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს აღარ გააკეთებს.

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კვირიკაშვილი "პოლიტიკური თვალსაზრისით არარაოობაა. გიორგი კვირიკაშვილმა თავის გონორს მიხედოს, ფულით ნაყიდი რომ იყო და "ახალი მემარჯვენეების" ფრაქციაში იჯდა. მას საერთოდ არაფერი აქვს სალაპარაკო".

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: გვარამიას პასუხი კვირიკაშვილს - "მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."