რა ხდებოდა გუშინ ღამით საქალაქო სასამართლოსთან (+26 ფოტო)

რა ხდებოდა გუშინ ღამით საქალაქო სასამართლოსთან (+26 ფოტო)

გუშინ ღამით თბილისის საქალაქო სასამართლომ  გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. სასამართლო პროცესს გიგი უგულავა ესწრებოდა. სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ უგულავას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები: გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე და სხვ. სასამართლოს ეზოში კი გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

თბილისის ყოფილი მერს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი დღეს წარედგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

წუხელ გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისი მხარდამჭერები პროკურორებს დაედევნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინცინდენტისას დააკავეს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ ხელწერილით გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირების შედეგად სულ რვა ადამიანია დაკავებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა , ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებული არიან კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია.

ამასთან, სამართალდამცავებმა ლაშა რუხაია, რომელიც ინციდენტის დროს დაშავდა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ღუდუშაურის კლინიკაში აიყვანეს.

ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ აღნიშნული პირების დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. მათი სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

კარლ ბილდტი - გიგი უგულავას დაკავება ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ვალდებულებებს გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა

ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

გოკა გაბაშვილი - კოტე გაბაშვილი სავარაუდოდ, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ