კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:36 / 02-03-2016
"ჭორი გამოვიდა, რომ მაგდა და თავისი საყვარელი გაპარვას აპირებდნენ“ - პაპიძის დედამთილის სკანდალური ინტერვიუ
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამთილი დუმილს არღვევს და "ნანუკას შოუსთვის" მიცემულ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც მისი შვილი და შვილიშვილი მოკლული იპოვეს.

მინდიკაური თქმით, იმ ღამეს მის რძალს, მაგდა პაპიძეს აღელვება არ ეტყობოდა და მშვიდად მოქმედებდა.

"მითხრა, რომ ომარმა ბავშვი ხაჭაპურის საჭმელად წაიყვანა. ძალიან რომ დააგვიანდათ, ვუთხარი რომ მოგვეკითხა. ომარის მეურნეობაში ჰყავდა ძმაკაცი. ვუთხარი მაგდას დაურეკე იქნებ იქ წაიყვანა ბავშითქო. მითხრა, ვერ დავურეკავ, რადგან მიბრაზდება როდესაც მას ან მის ძმაკაცს ვურეკავო. ამბობს, რომ ნუ მამოწმებო. შემდეგ მე გადავწყვიტე ომარისთან დამერეკა. ზარი გავუშვი, მაგრამ არ მიპასუხა. ღამის 2 საათი იყო, მაგდას დავურეკე, მოვიკითხე ომარი და ბავშვი. მითხრა, არ მოსულანო.. ასევე მითხრა, ეხლა მანქანით ვერ გავალ პატრულის მეშინიაო, პრავა არ ჰქონდა, ისე დადიოდა ქალაქში. ისე გავალ ფეხით, გავხედავო. კაი მეც გამოგყვებითქო, ვუთხარი. ამის თქმა იყო და ტელეფონი გამითიშა. როდესაც გასასვლელად მოვემზადე და გავედი, მაგდაც ამ დროს გამოვიდა. მითხრა, მესიჯი მომწერა და ეხლა მათ დასახვედრად გავდივარო...შედი და დაიძინე შენო. შევედი სახლში მეც. თუმცა ვერ დავიძინე", - იხსენებს მინდიკაური.

მისი თქმით, რამდენმე ხნის შემდეგ კარზე ბრახუნმა გააღვიძა. მას მაგდამ უთხრა, რომ ომარი და თორნიკე "გარეთ დასისხლიანებულები ეყარნენ".

იხილეთ ვიდეო


"მაგდას ეჭირა სისხლიანი ხელები და ამბობდა, ორივე ყრიან დასისხლიანებულიო. გასასვლელთან ეგდო ომარი. რომ მივედი სულ მთლად გაყინული იყო. დავიწყე კივილი, ხალხს საშველად დავუძახე. ამ დროს მაგდა სად იყო და რას შვრებოდა, არ მახსოვს. რამდენიმე წუთში გამახსენდა ბავშვიც. ვიკითხე თოკო სად არისთქო და თოკო მანქანაშიაო, მითხრა მაგდამ. რომ მივედი ბავშვი სიდენიების შუაში იყო ჩაკეცილი. იქიდან რომ ამოვიყვანე, ბავშვი ჯერ კიდევ თბილი იყო. სასწრაფო რომ მოვიდა თქვა, რომ ორივე მკვდარიაო", - ამბობს მინდიკაური.
მკვლელობის მოტივზე იგი ვერაფერს ამბობს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუმცა ერთ ჭორს იხსენებს, რომელიც რძალთან დაკავშირბეით გაიგო.

"ჭორი გამოვიდა, რომ მაგდა და თავისი საყვარელი რამდენიმე დღეში გაპარვას აპირებდნენო", - ამბობს მინდიკაური.
იხილეთ ვიდეო

ის, რომ მაგდას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა ომარ ქაფიაშვილის მეგობარს, მარიამ მაზმიაშვილს ლანა პაპიძემ უთხრა.
მარიამ მაზმიაშვილი, ომარ ქაფიაშვილის მეგობარი:
"
ლანასგან გავიგე, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ახლი და გვარიც მისგან გავიგე. ისიც თქვა, რომ მაგდა ომარის მიმართ გაციებული იყო ძალიან".

თიკო პეტრიაშვილი, ოჯახის ახლობელი:

"როდესაც ეს მოხდა, როგორც მაგდა ამბობდა, მხოლოდ დედას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. სინამდვილეში გაირკვა, რომ ოთო ბერძენიშვილთან ჰქონდა ძალიან ბევრი დანარეკი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ოთო ბერძენიშვილის გამო გააკეთა".

რამდენიმე კვირის წინ პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა. განცხადებასთან ერთად, პროკურატურა ფოტო-ვიდეომასალა და ჩვენებები გაავრცელა.


ასევე იხილეთ: პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს

"ოთომ მითხრა, შენი ქმარი ს...ა აქ რომ გამუშავებსო" - რას ყვება მაგდა პაპიძისა და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობაზე ბრალდებულის და

მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია - ადვოკატი

17:12 / 09-03-2016
ხალხნო ნუთუ არ დაიღალეთ აცადეთ ადამიანს იქნებ გამოჩნდეს დამნაშავე ვინარის სინამდვილეში. იქნებ ისეთი ვინმეა დამნაშავე თქვენ არც კი წარმოგიდგენიათ მაგდას თუ თავის შვილის მოკვლა შეეძლო იქნებ შებრუნებით ვერსია განიხილოთ
სოფი
18:40 / 04-03-2016
სისხლის კვალი საიდან Gაჩნდა სახლში, ექსპერტიზამ რომ დააადგინა? რატომ რეკავდა იმ გამეს იმ კაცთან? რატომ ეცვათ თხLად მამაშვილს? ბავშვი მაიკით გაატანა ხაჭაპურზე? თან ფეხით.. ვინ ჩაყარა ნაგავში ურო და სისხლიანი რაღაცეები? სარაია ააშენეს და აღარ უნდოდათ? ვინ ყრის ჩაქუჩს, პლოსკოს და აშ მოხმარების შემდეგ? რატომ Mოკლა ბავშვი მკვლელმა 3 საათის შემდეგ?
Ninias
მსგავსი სიახლეები
"ჩე­მო დე­დამ­თი­ლო, შენ კი დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბას გი­სურ­ვებ!"
რძალ-დედამთილს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი
წერდა, რომ ჯობდა, რამაზს საყვარელი ქალების შეერიგებინა
რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას
"მშობლებმა შეცდომა არ მაპატიეს"
"თვითონმე თქვა, რომ ურთიერთობა არ ჰქონდა ომარისთან"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:53 / 29-07-2016  Image "უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ
"გიორგი ლომინაძეს ორი დღეა ღვიძავს და ტკივილებს მხოლოდ გამაყუჩებელით უყუჩებენ"
21:53 / 29-07-2016  Image ქართველი ბიჭის აღსარება, რომელიც იტალიის ციხეში ქურდობისათვის სასჯელს იხდიდა
AMBEBI.GE იტალიიდან| "იმდენი შეცდომა დავუშვი, უფლება არ მაქვს, ვინმეს ჭკუა დავარიგო"
20:36 / 30-07-2016  Image კაცი, რომელმაც ავადმყოფი შვილი სამუდამოდ მიატოვა - ამის გამო მამები შვილებს არ ტოვებენ...
უყვარდა სიახლეები, თუნდაც ეს იძულებითი ქორწინება ყოფილიყო
17:52 / 29-07-2016  Image "ქართული ოცნების" ახალი სახეები 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდნენ - ick.ge
დავით სონღულაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო
12:37 / 29-07-2016  Image "მაიამ ციხეში ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოცვლა მოითხოვა, პასუხად - ფხვნილს მოგცემთ და გარეცხეო" - ვახტანგ რჩეულიშვილის მიმართვა
"გინდ დამიჭირონ და გინდ დამხვრიტონ, აწი ფეხებზე მკიდია!"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49