მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს

მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს

საქალაქო სასამართლოში, სადაც ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობდა, გამოძიების მიერ ამოღებული ნივთმტკიცებები წარმოადგინეს. მათ შორის იყო მოკლული მამა-შვილის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სისხლით დასვრილი ზეწარი, ჩაქუჩი და სხვა ნივთები. მათი დანახვის გამო ომარ ქაფიაშვილის დედამ ლილი მინდიკაურმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

დღევანდელ პროცესზე მაგდა პაპიძის დედამთილი დაიკითხა. სხდომაზე მასსა და ბრალდებულს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა. ლილი მინდიკაურმა რძალი მკვლელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მაგდამ შვილი საკუთარი ხელით გაგუდა".

იხილეთ მაგდა პაპიძისა და ლილი მინდიკაურის დაპირისპირების კადრები

გუშინდელ სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი. მისი დაკითხვა, პროკურორების შუამდგომლობების საფუძველზე ნაწილობრივ დაიხურა, რადგან ოთარ ბერძენიშვილმა მისი და მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებზე ისაუბრა, ასევე გამოკვლეული იქნა ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის პირადი მიმოწერაც.

ასევე ნახეთ: "ქმარს რომ ღალატობდი, მაშინ სად იყავი" - დედამთილთან მორიგი დაპირისპირების გამო პაპიძეს სხდომა დაატოვებინეს

"ოთოს მაგდასთვის უთქვამს, ფუკასავით აგაცლი ქმარსო" - რა მოხდა მკვლელობამდე ორი დღით ადრე პაპიძის ქმარსა და ბერძენიშვილს შორის

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ