ტრანსგენდერ ქალზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები - პროკურორის კომენტარი

 ტრანსგენდერ ქალზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები - პროკურორის კომენტარი

ტრანსგენდერ ქალზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ძალადობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებულ ტრანსგენდერზე, სახელად ზიზი, მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორმა ანა სიგუამ ისაუბრა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა გიორგი მურჯიკნელმა და დაზარალებულმა ზურაბ შეყილაძემ ერთმანეთი საპატიმროში გაიცნეს და ამ უკანასკნელზე თავდასხმა შელაპარაკების შემდეგ მოხდა:

"ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დაზარალებულ ზურაბ შეყილაძესთან, რომელსაც იცნობდა პენიტენციური დაწესებულებიდან, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. მისვლის მიზანი იყო ზურაბ შეყილაძის ერთ-ერთ მეგობარ გოგოსთან არსებული უთანხმოების გარკვევა, რომელიც ორსულადაა ბრალდებულისგან. მურჯიკნელმა შეყილაძესთან ერთადაც მიიღო ალკოჰოლი. საუბარში შეყილაძემ მურჯიკნელს უთხრა, რომ თავი დაენებებინა ამ გოგოსთვის, რომ მას ემუშავა სექსმუშაკად, რასაც მურჯიკნელის გაღიზიანება მოჰყვა. შეყილაძემ მურჯიკნელს შეურაცხოფა მიაყენა, რასაც საპასუხო აგრესია მოჰყვა ბრალდებულისგან. კერძოდ, მურჯიკნელმა ბეტონის ფილა ჩაარტყა ჯერ თავში და შემდეგ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის არეში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ სუნთქავდა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა დაჭრილს ბეტონის ფილა ჩაარტყა თავში და მიიმალა", - განაცხადა პროცესზე პროკურორმა.

წაიკითხეთ: შსს ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის დააკავებაზე განცხადებას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ