კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:28 / 09-06-2017
ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა
8 ივნისს ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. დაკავებული კრიმინალური დაჯგუფება ცნობილია როგორც "შულაიას დაჯგუფება" და მასში ქართველების გარდა რუსი და სომეხი ეროვნების კრიმინალებიც არიან. დაკავებულების ასაკი 22-დან 56 წლამდე მერყეობს.

აშშ-ს პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს. დაჯგუფების წევრების უმრავლესობა, შულაიას "მარჯვენა ხელის" ზურაბ ჯანაშვილის ჩათვლით, ნიუ იორკში, ბრუკლინში ცხოვრობდნენ, შულაია კი ნიუ ჯერსიში. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებდა ხუთ შტატში: ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, პენსილვანია, ფლორიდა და ნევადა. კრიმინალების "საქმიანობა" მოიცავდა შემდეგს: მიწისქვეშა პოკერ-კლუბი ბრაიტონ ბიჩზე, მოგებული თანხების ამოღება, ადგილობრივი ბიზნესმენების რეკეტი, სატრანსპორტო ტვირთების გატაცება, ღამის კლუბის გახსნა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტაციისა და ჩეკების გამოყენება. ამასთან, შულაიას დაჯგუფების ქალი წევრები ძარცვავდნენ კლიენტებს დასაძინებელი პრეპარატების გამოყენებით. დაკავებულებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაჯგუფების ხელმძღვანელი ე.წ. კანონიერი ქურდი 40 წლის რაჟდენ შულაიაა, რომელიც რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი. იგი წლების განმავლობაში სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. როგორც რუსული მედია წერს, შულაია ე.წ. კანონიერ ქურდად 2013 წელს კვიპროსში "მონათლეს". მას შემდეგ კრიმინალურ სამყაროში იგი "რაჟდენ პიტერსკის" სახელით არის ცნობილი. რუსეთში ყოფნის პერიოდში იგი ითვლებოდა ე.წ. კანონიერ ქურდთან მერაბ ჯანგველაძესთან დაახლოებულ პირად.

2013 წელს, ფართომასშტაბიანი საპოლიციო კონტროლის დროს, რომელიც ევროპის 9 ქვეყანაში ჩატარდა, რაჟდენ შულაია ლიტვაში დააკავეს თემურ ნემსიწვერიძესთან ერთად. სპეცოპერაციის დროს სულ დააკავეს ქართული კრიმინალური სამყაროს 18 წარმომადგენელი, მათ შორის 13 ე.წ კანონიერი ქურდი.

შულაიას ბიოგრაფიიდან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ქართული
წარმოშობის რუსი კრიმინალი საქართველოში 2010 წელს იმყოფებოდა და ქვეყანა რამდენიმე დღეში დატოვა. 2011 წლის დასაწყისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, რაჟდენ შულაიას საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და ე.წ. კანონიერი ქურდი ორმაგი - ერთდროულად, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე გახდა.

2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შულაია ინტერპოლის "მწვანე ცირკულარზე" დასვა.

ცნობისთვის, ამერიკაში დაკავებულებს შორის ორი ქართველი სპორტსმენია - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. მომხდართან დაკავშირებით "ფეისბუქზე" განმარტება უკე გააკეთა ავთანდილ ხურციძემ და აღნიშნულს "გეუგებრობა" უწოდა.

წაიკითხეთ:

ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი: "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."

აშშ-ში დაკავებული სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლე მიმართვა

13:08 / 02-07-2017
gio
0
საქართველოში საბჭოთა კავშირი და სოციალიზმი რომ არ ყოფილიყო ქურდულის ნაცვლად მაფია იქნებოდა და ეს თავად-აზნაურობა ნარკობარიგები იქნებოდნენ!! საბჭოთა კავშირმა შეინახა და დაამარილა ქართული საზოგადოება!
21:41 / 19-06-2017
გია
1
მათხოვარი ქართველი ქურდები)))))))
მსგავსი სიახლეები
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 28 მაისს, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ.
მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში
ერთ-ერთმა ბანდიტმა მომავალ "მაფიის მეფეს" დანა დაარტყა, რადგან მან უპატივცემულოდ მოიხსენია მისი და
+VIDEO| ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც
"საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია"
"შაქრო მალადოის" შემოსავლის დიდ ნაწილს მისი "პარტნიორები" ავსებდნენ
დაკავებული ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა
გამოცემა უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელ ხატია დეკანოიძეზე დაყრდნობით იუწყება
კალაშოვი ორი ადამიანის მკვლელობასთან შესაძლო კავშირშია ეჭვმიტანილი
"ჯვარი, რომელსაც ქურდული საძმო ზიდავს ბევრად სუფთაა, ვიდრე თქვენი მთელი სახელმწიფო საჯინიბო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:22 / 18-08-2017  Image Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა...გვენატრები..."
21:27 / 18-08-2017  Image გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები
"გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის"
20:07 / 18-08-2017  Image "ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
19:08 / 18-08-2017  Image ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო
ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება
18:22 / 18-08-2017  Image მუხის კასრი თუ უჟანგავი ფოლადის საღვინე ჭურჭელი? - ორივეს უპირატესობები
ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49