ზღვაზე გართობის საფასური: რა დაგიჯდებათ სკუტერით გასეირნება, საზღვაო ბანანი და ექსტრემალური გართობა წყალში

ზღვაზე გართობის საფასური: რა დაგიჯდებათ სკუტერით გასეირნება, საზღვაო ბანანი და ექსტრემალური გართობა წყალში

ბათუმში ზღვაზე გართობის მსურველებს ფართო არჩევანი აქვთ. პლაჟზე მყოფი ტურისტი ძირითადად, საზღვაო ბანანით, რგოლებით, სკუტერებით და პარაშუტით გასეირნებას ირჩევს. საზღვაო კუნძული კი, რომელიც ბათუმში მყოფი დამსვენებლებისთვის ახალი გასართობია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის აღმოჩნდა საინტერესო.

ბათუმის უნივერსიტეტის მოპირდაპირე პლაჟზე მოწყობილი საზღვაო გასართობის მომხმარებლები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები არიან. საზღვაო კუნძული ნაპირიდან 40 მეტრის მოშორებით ზღვაშია მოწყობილი.

კუნძულზე ერთი საათით გართობის საფასური 15 ლარია. სასრიალოები, ასაცოცი ბილიკები, წყალში ხტომისთვის საჭირო სტარტები და კიდევ სხვა საშუალებები განსაკუთრებით ბავშვებს ხიბლავს.

საზღვაო პარაშუტით და სკუტერით გასეირნება ყველაზე ძვირადღირებული საზღვაო გასართობებია. პარაშუტით და სკუტერით ზღვაზე 10 წუთიანი სეირნობის საფასური 50 ლარია.

ბანანით გასეირნება 5 წუთით, 5 ლარი ღირს, ხოლო წყლის რგოლებით 5 წუთით სეირნობის საფასური 10 ლარია. როგორც ბანანები, ასევე რგოლები რამდენიმე ადამიანის ერთდროულად გასეირნებისთვისაა გათვლილი.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

ბათუმი

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია