"ანაბარი გავხსენით სამი თვის წინ. ქორწილისთვის ვაგროვებდით ფულს" - ინდირა ზარანდიას შეყვარებული

"ანაბარი გავხსენით სამი თვის წინ. ქორწილისთვის ვაგროვებდით ფულს" - ინდირა ზარანდიას შეყვარებული

სტიქიის შედეგად გარდაცვლილი დები ინდირა და ლიზა ზარანდიები გუშინ ხობში დაკრძალეს. ინდირა და ლიზა ნუცუბიძის ქუჩაზე ძმასთან და მშობლებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. 13 ივნისს გოგონები სახლიდან დაახლოებით 8 საათზე გავიდნენ და ლიზას ინიციატივით მარჯანიშვილზე მეგობრებს შეხვდნენ.

"ლიზის და დაკარგულს, სერგოს შევხვდით, მოწონდათ ერთმანეთი და ლიზის უნდოდა, რომ გაეცნო სერგო ჩვენთვის. ამიტომ შევხვდით და სახინკლეში ვიყავით მარჯანიშვილზე", - "იმედის კვირასთან" საუბარში ინდირას შეყვარებული, ირაკლი ჟორჟოლაინი ბოლო შეხვედრას იხსენებს.

ირაკლის და ინდირას სიყვარული ერთ წელსა და 3 თვეს გაგრძელდა, ერთმანეთი "ფეისბუქით" შემთხვევით გაიცნეს.

"საერთოდ არც ვიცოდი, თუ დავამატე, მაუსი (ახლაც ის მაუსი მაქვს) გაფუჭებულია და ჭედავს ხოლმე. "ფეისბუქზე" გამიჭედა და სიბრაზისგან დავარტყი მაუსი და 15 წუთში მომდის შეტყობინება, რომ დაეთანხმა თქვენს მეგობრობასო. ასე შევყევით... ანაბარი გავხსენით სამი თვის წინ. ქორწილისთვის ვაგროვებდით ფულს. ზუსტად არ გვქონდა გადაწყვეტილი თარიღი, მაგრამ გაზაფხულზე უნდოდა თვითონ", - იხსენებს ირაკლი ჟორჟოლიანი.

იხილეთ ასევე: დები ზარანდიების სიცოცხლის უკანასკნელი წუთები: "ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია..."

"განადგურებულები ვართ... არადა, ქორწილისთვის ვემზადებოდით" - დები ზარანდიების ბიძაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზე

"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ" - ინდირა ზარანდიას შეყვარებული პოსტს აქვეყნებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია