რა ქონებას ფლობენ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი და მისი მეუღლე

რა ქონებას ფლობენ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი და მისი მეუღლე

ნახეთ| შს მინისტრის პირველი სამუშაო დღე: რას პირდება მოსახლეობას და რის შეცვლას აპირებს მღებრიშვილი უწყებაში

1-ელ აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

სანამ შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელს მოირგებდა, მღებრიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე კი ის ქვემო ქართლის რწმუნებულის პოსტს იკავებდა, უფრო ადრე კი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი იყო. მღებრიშვილი საჯარო სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობს.

როგორც მინისტრის დეკლარაციიდან ირკვევა, მას აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, მათ შორის 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 90 კვ.მ საცხოვრებელი სახლი წავკისში, 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წაღვერში, 2000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე და საცხოვრებელი სახლი წაღვერში. მის მშობლებს აქვთ საცხოვრებელი ბინა თბილისში ფოთის ქუჩაზე. მისივე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლის, ნინო გედევანიშვილის მშობფლები ფლობენ 120 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ ბინას ყაზბეგის გამზირზე. თავად მინისტრი კი ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მღებრიშვილისა და მის მეუღლის სახელზე არც ერთი ქართული კომპანია არ არის რეგისტრირებული. გიორგი მღებრიშვილის მამა, ანზორ მღებრიშვილი, ფლობს შპს T&G-ის 50%-ს, რაც მღებრიშვილის 2013 წლის დეკლარაციაში მითითებული არ იყო. ამ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი მღებრიშვილს და ნინო გედევანიშვილს ჰყავთ ორი შვილი, ელენე და ბუჩა. ნინომ და გიორგი მღებრიშვილმა ერთმანეთი 2010 წლის აპრილში გაიცნეს. მინისტრი მეუღლეზე 15 წლით უფროსია. მინისტრს ჰყავს ავტომობილი მერსედესი 350. როგორც მის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციით ირკვევა, ანგარიშზე აქვს 20 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს 7600 ლარი.

ამავე თემაზე| რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი - კახა კახიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია