კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:11 / 12-01-2016
უბედური შემთხვევები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, რომელიც მძიმე ტრავმებით ან ფატალურად დასრულდა
ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოს სამთო კურორტებზე ორი ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების განმარტებით, სათხილამურო ტრასაზე ხშირად სრიალებენ ნასვამი მოთხილამურეები და მოყვარულები, შესაბამისად ტრავმების და ფატალური შედეგების გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს არის. სამთო სათხილამურო კურორტებზე მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც დაფიქსირებულა.

VIDEO| რა რეგულაციები ამოქმედდება 12 წლის გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე

რამდენიმე კვირის წინ, ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დაიღუპა. სპორტსმენი სრიალის დროს ზვავში მოყვა. უბედური შემთხვევა კოხტაგორასა და დიდველს შორის მოხდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვნეს. ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

რამდენიმე დღის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა გუდაურში, რომელსაც 12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას სათხილამურო ტრასაზე 19 წლის ახალგაზრდა შეეჯახა, 12 წლის სალომემ შეჯახების შედეგად თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი კი შოკურ მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული. სალომე ტატიშვილი მეექვსე საავტორო სკოლის გამორჩეული მოსწავლე იყო, ის ექიმ დავით ტატიშვილის ძმისშვილია.

სამთო-სათხილამურო სპორტში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვატო ფიფიას
სახელობის ტურნირი ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია. ვატო ფიფიას სიცოცხლე წლების წინ ბაკურიანის სათხილამურო ტრასაზე დასრულდა. 14 წლის მოზარდი, რომელიც გატაცებული იყო სათხილამურო სპორტით, შეჯახების შედეგად დაიღუპა. ვატო მსახიობის და ექიმ გოგა ფიფიას ვაჟი გახლდათ. გოგა ფიფია მონაწილეობდა როგორც "მზიურის" შესახებ გადაღებულ ფილმში, ასევე ფილმებში "როცა აყვავდა ნუში" და "მშვიდობიანი დღეები".

სათხილამურო კურორტებზე ხშირია მძიმე ტრავმების მიღების შემთხვევებიც. წლების წინ, გუდაურში სათხილამურო ტრასაზე დაშავდა ნინო მიქელაძე, მან შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო, რის გამოც ერთი წელი კომაში იყო, თუმცა გადარჩა. ნინო მიქელაძე ახლა, ფოკის დედათა მონასტერში მსახურობს და ის იღუმენია.

დაახლოებით 5 წლის წინ, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ანასტასია თოფურიძე. ეკა კახიანის ქალიშვილს ბაკურიანში ბურანი დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახმა ანასტასია დროულად მოათავსა კლინიკაში და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მისი სრულფასოვანი გამოჯანმრთელება მოხერხდა.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

იხილეთ ასევე:
რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგ
10:54 / 13-01-2016
მესამე წელია შუმახერი კომაშია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრასაზე მიღებული ტრავმის შედეგად.პრევენციული ზომები აუცილებელია და კარგია რომ სასმელი იკრძალება,მაგრამ ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემთ.ისიც აღნიშვნის ღირსია,რომ ჩვენი ტრასები საკმაოდ კომფორტული და უსაფრთხოა...
ზაზა
18:03 / 12-01-2016
თავის დაცვა რომ მაინც სავალდებულო იყოს,ხომ არ იქნებოდა ამდენი შემთხვევა?ახურავთ მაინც რამე თავზე?
lia
მსგავსი სიახლეები
ტრაგიკულად დაღუპული გოგონა სამედიცინო ცენტრ "იუნონას" გენერალური დირექტორის ქალიშვილი იყო
"გავამკაცროთ კონტროლი სასმელზე და ნასვამ ადამიანებს არ ჰქონდეთ სრიალის უფლება"
+VIDEO|PHOTO "ზვავი ვერაფერს დაგაკლებს ძმაო. ყველას გულებში დარჩები სამუდამოდ!"
პატარა ელენეს დედა ნინი ბადურაშვილი, ხოლო ლადოს დედიკო - ანასტასია თოფურიძეა
მომღერალი დისშვილის ფოტოებსაც აქვეყნებს (ფოტო + ვიდეო)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:52 / 01-07-2016  Image ბათუმში ეჭვმიტანილმა ყოფილი ცოლის მეგობარი მამაკაცი დაჭრა
ბათუმში ეჭვმიტანილმა ყოფილი ცოლის მეგობარი მამაკაცი დაჭრა
14:00 / 01-07-2016  Image რას ჭამთ თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე? - სურსათის სააგენტო ავტომაგისტრალებზე კვების ობიექტებს ამოწმებს
მომხმარებელმა სურსათის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებზე
11:06 / 01-07-2016  Image "მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი
"...ერთ-ერთი წამების დროს ვკითხე - რა გინდათ, იქნებ გთანხმდებით-მეთქი..."
14:26 / 01-07-2016  Image "ჰარიპოტერა მანანა", "პუტინა გურამა" და სხვა ძალიან სახალისო კახური მეტსახელები აკა სინჯიკაშვილისგან
"რბილი სოსო" - ქორწილის ღამეს ძაან დათვრა და მოეჭრა ცოლთან თავი
16:14 / 01-07-2016  Image სოფო ნიჟარაძეს მიშო სულუხია სიყვარულში გამოუტყდა - ''ისეთი ლამაზი ხარ, წაგვლეკე''
+VIDEO| სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპზე მუშაობს
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49