"ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები" - ციხისძირში სამუშაოების მწარმოებლის კომენტარი

"ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები" - ციხისძირში სამუშაოების მწარმოებლის კომენტარი

ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორის ზურაბ კიკნაძის განმარტებით, ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები.

როგორც კიკნაძემ ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის აქვს და დოკუმენტაციას წარადგენს "სადაც საჭირო" იქნება. მისივე განმარტებით, მხოლოდ ერთი საბუთი არ აქვს მიწის კერძო მესაკუთრისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი: "ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა"

"ეს ხე ნაყიდი მაქვს უკვე" - ციხისძირში ბიძინა ივანიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისშია - მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს

"სვანები გაოცებულნი არინ, ასეთი მკაცრი ზამთარი დიდი ხანია არ ყოფილაო" - ფოტორეპორტაჟი ულამაზესი სვანეთიდან, სადაც -20 გრადუსი ყინვაა

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან