"ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე

"ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე

რჩეულიშვილების ოჯახის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ოჯახის ორი წევრი - მაია და გუკა რჩეულიშვილები ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი ცოლ-შვილის დაკავებაზე, მის ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მის ახალ რძალზე - ლელა კილაძესა და მომავალ შვილიშვილზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორი იყო თქვენი რეაქცია მეუღლის დაპატიმრებაზე და პირველი ღამე მაიას გარეშე?

- მოკვდა მაია ჩემთვის, აი ეს იყო. მე ის ღამე გავატარე ყველაზე მძიმედ. ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, მაგრამ ავიყვანე თავი ხელში, ტრაგედიის განცდა მქონდა, როგორი, იცი? რომ რისთვის მიცხოვრია, მაგრამ მერე, დებილი ხომ არ ვარ, მართლა ხომ არ მოკვდა, ციხეშია... მივხვდი იმას, რომ საერთოდ რა ცუდი ბედი გველის ყველა ხანშიშესულ ცოლ-ქმარს, ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ახლა მე მიმაჩნია ჩემი თავი ყველაზე უბედურად, არც მაია და არც გუკა... ყოველდღე ვტირი. სახლში ვზივარ, მთელი სურათები ინტერნეტშია შეყრილი. სურათებს დავცქერი და ვბღავი. მარტო შემოდიხარ სახლში, როგორია? მაია დაჭერილია, გუკა დაჭერილია...

- როგორი იყო თქვენი ყოფა ბოლო ხანებში?

- მაიამ დაგვსვა მთელი ოჯახი სამას ლარზე, მხოლოდ ამ სამას ლარში არ შედის კომუნალური. 40 ლარად რვაკაციან პურმარილს გაგიშლით. არ იცი როგორი კარგი დიასახლისია. ასე რომ, მაია მე 300 ლარზეც მაცხოვრებს კარგად და მილიონზეც. არა, მილიონს დაარიგებს. ფინანსური პრობლემების ნაკლებად მეშინია. მე ახლა კატოზე ვფიქრობ (გუკა რჩეულიშვილის ქალიშვილი მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან) მის მომავალზე, თორემ გუკა თვითონ მოუვლის თავს. გადასარევი ოჯახი აქვს ნუცას. დედამისი არაფერს მოაკლებს კატოს და არც ჩემგან მოაკლდება არასდროს. თვითონ ნუცა არაჩვეულებრივი დედაა. როგორ იცვამენ, უნდა ნახო "შმოტკაში" ერთი კაპიკის გადამგდები არ არიან.

- წარმოიდგენდით, რომ გიგი უგულავას ცოლი - ლელა კილაძე თქვენი რძალი გახდებოდა?

- ვერასდროს წარმოვიდგენდი მაგას, მაგრამ ბოლო ორი წელია, ვიცი, ლელას და გუკას რომ სიყვარულები აქვთ. ლელა ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილია. ეს იცი, რა დროის ძმაკაცია? აი, პირველი ჩხუბები პლეხანოვზე და ამბები რომ იყო. ამიტომ, ლელა ჩვენთვის, ჩემი ძმაკაცებისთვისაც ძალიან ახლობელია. გუკას რომ შეუყვარდა, მე ვერ შევეწინააღმდეგე, ცხადია. გუკას და ნუცას აქვთ სულ სხვადასხვა ხასიათი. ერთხელ, გუკა რომ გაშორდა ნუცას, თავი მოვიკალით მე და მაიამ და მოვიყვანეთ. ნუცა შინაგანად ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ აქვს თავისი მოთხოვნები, პრინციპები. ამერიკაში გაზრდილია, ბოლოს და ბოლოს, არ გამოუვიდათ და რა ვქნათ?!

ახლა ვეფერებით ლელას, იმიტომ რომ, ორსულია, თან ჩემი ძმაკაცის შვილია, ამიტომაც აღარ ვახსენებ გვარს, უგულავას. გიგი მართლა მტერი კი არ არის ჩვენი. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, რომელმაც თავის არჩევნებში გამარჯვება არჩია ჩვენს კეთილდღეობას. ვთქვათ და კატოს შეუყვარდა ივანიშვილის შვილი ან ვინმე, მე რა, ხელს შევუშლი? როგორ გავუფუჭებ ბავშვს ცხოვრებას. კატოზე ვაბოდებ. რა, გუკას შვილი რომ გაჩნდება ახლა, ის არ მეყვარება? როგორ გეკადრებათ, გამოვა და მოაწერენ ხელს ან ჯვარს დაიწერენ, ალბათ.

ეკა პატარაია

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი