ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება

ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება

ინტრენეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეო ვრცელდება. კადრები სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

იხილეთ ვიდეო

შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 15:20 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ნიღბიანმა მამაკაცმა ავტომობილში მჯდომ ორ პირს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის დროს ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმაა. დაჭრილი პირი კი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია, რომელიც ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. იგი 35 წლის ბადრი ნათობაძეა (ბადუკა).

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ  ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი