"ამიერიდან, კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას წილი მისი ვაჟის ანგარიშზე ჩაირიცხება!" - ჯგუფ "ეგარის" განცხადება

"ამიერიდან, კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას წილი მისი ვაჟის ანგარიშზე ჩაირიცხება!" - ჯგუფ "ეგარის" განცხადება

ყველაზე ცნობილი რაჭველის დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების ამბავმა ქართული ფოლკლორის გულშემატკივრები შეძრა. "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა. მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა ის უკანასკნელ გზაზე 3 იანვარს გააცილეს. სწორედ ამ დღეს, სხირტლაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა - ქვეყანას მოევლინა დათუნიკას პირველი ვაჟი, დავით - თევდორე სხირტლაძე. პატარა თევდორეს დაბადებამ ოჯახის წევრებს და გარდაცვლილის მეგობრებს დიდი სიხარული მოჰგვარა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველაზე ცნობილი რაჭველის შვილის აღზრდაში საკუთარ წვლილს შეიტანს  ჯგუფი "ეგარი". გადაწყვეტილება ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს:

"დათუნიკა სხირტლაძის მოულოდნელი გარდაცვალება სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა.. თუმცა მიუხედავად ამ ტრაგიკული ამბისა ქვეყანას მისი გვარის გამგრძელებელი დავით - თევდორე სხირტლაძე მოევლინა და ყველას სიხარული მოგვგვარა.. ჯგუფი ეგარი - ს ყველა წევრის გადაწყვეტილებით ამიერიდან კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას კუთვნილი წილი სწორედ დავით - თევროდე სხირტლაძის ანგარიშზე ჩაირიცხება!.. დღეს დროა ქართული კულტურის განვითარებაში დათუნიკა სხირტლაძის მიერ შეტანილი ლომის წვლილისათვის, ვალი დავით-თევდორე სხირტლაძეს გადავუხადოთ და გვერდში დავუდგეთ რათა მამის დანაკლისი თუნდაც ფინანსურად არ იგრძნოს..

ასევე ჯგუფი ეგარი - მოუწოდებს ქვეყნის მოამაგეებს, ავიღოთ ჩვენს თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა დაბადებისთანავე უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზის წინაშე და ვისაც რითი შეგვეძლება გვერდში დავუდგეთ ოჯახს!..

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22

ლარის ანგარიში: GE19TB7000517365100050 (GEL)

დოლარის ანგარიში: GE13TB7000517366100034 (USD)

მიმღები: მზია ჯინჭარაძე

დანიშნულება: დავით - თევდორე სხირტლაძის დასახმარებლად", - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დათუნიკა სხირტლაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანი ხალხის ოჯახში დაიბადა. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი იყო. დათუნიკა სხირტლაძე ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი