კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:55 / 24-03-2017
"სასეირნოდ გამოვედი ქალაქში... გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი" - რას ყვება მოდელი, რომელიც მანქანით ყაზბეგზე ჯიხურს დაეჯახა
გუშინ, 23 მარტს გამთენიისას ყაზბეგის გამზირზე ავარია მოხდა - ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა (იხილეთ ფოტოების ავარიის ადგილიდან).

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც აღმოჩნდა, მანქანას 20 წლის ფოტომოდელი - დიანა ოვანოვა მართავდა. დიანა ერთი წლის წინ გახდა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელი ააჭრელა - უკრაინული წარმოშობის სექს-სიმბოლოს მონიკა ბელუჩის ადარებენ.

წაიკითხეთ: "მაქვს რესურსი, რომ სიშიშვლით კი არა, სხვა რაღაცებით გავხდე პოპულარული" - პოლიტიკოსობაზე
მეოცნებე "სექსსიმბოლო"


ოვანოვა ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ავარიის შესახებ ფოტომოდელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა:



"მიხარია, რომ გადავრჩი და კარგად ვარ... რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას ჯობდა მომკვდარიყავი, და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა ან და ყოფილიყო...", - წერს ოვანოვა "ფეისბუქის" გვერდზე.

AMBEBI.GE ავარიის დეტალებით დაინტერესდა და დიანა ოვანოვას დაუკავშირდა: "ღამის 12 საათზე სასეირნოდ გამოვედი ქალაქში. ამბობენ, თითქოს ნასვამი ვიყავი და ამის გამო მომივიდა ავარია, რაც მართალი არ არის. პატრულიც დაადასტურებს, რომ ფხიზელი ვიყავი"

- რა გახდა ავარიის მიზეზი?
- გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი, გზის სავალი ნაწილიდან გადავვარდი და მერე უკვე არაფერი აღარ მახსოვს. როცა გონზე მოვედი, უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი. მაქვს ტვინის შერყევა, საავადმყოფოში მტოვებდნენ, მაგრამ შესაბამისი პირობები არ იყო და უარი განვაცხადე იქ დარჩენაზე. დღეს ტომოგრაფიას გადავიღებ და ვნახავ რა მჭირს, ტვინის შერყევის გარდა, მთელ სხეულზე მაქვს დაზიანებები.

ექიმებმა მითხრეს, როცა შემოგიყვანეს შოკში იყავი და კანკალებდიო, მე არაფერი არ მახსოვს. ხალხი მილოცავს გადარჩენას, მადლობა რომ გადავრჩი. კი არ გადავრჩი, გუშინ დავიბადე".

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი - ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წარმოშობით უკრაინელი, 20 წლის დიანა ოვანოვა უკვე 3 წელია საქართველოში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ის ერთი უბრალო ფოტოსესიით გახდა პოპულარული და მას მერე "სექსსიმბოლოს" ეძახიან... თავს ქართველი ლამაზმანების კონკურენტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ სხვების მსგავსად, ტანისამოსის გახდითა და ეროტიკულ ფილმებში მონაწილეობით არ აპირებს პოპულარობის შენარჩუნებას. მომავალში პოლიტიკაშიც სურს სცადოს ბედი...

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE


იხილეთ ვიდეო: "არ მინდა საქართველოს სექსსიმბოლო ვიყო" - როგორი კაცის დაპყრობა სურს ლამაზმანს და როგორ გეგმავს პოლიტიკაში მოსვლას
09:53 / 20-04-2017
ana
0
თავხედი!!!!!!!!!!!!!
14:46 / 11-04-2017
ანი
0
იმ ღამეს ამ გოგოსთან ერთად იჯდა მისი მეგობარი ბიჭი, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სახელად ლევანი, რომელიც ისე გამოძვრა და ოვანოვაც გამოაძვრინა, რომ დამერწმუნეთ არავინ არა თუ დაიჭერს, არამედ მართვის მოწმობასაც არ ჩამოართმევს ქალბატონს დიანას!
მსგავსი სიახლეები
პირველად ის "ლუი ვუტონის" კრეატიულმა დირექტორმა, ნიკოლა ჟესკუირმა აღმოაჩინა 2015 წელს
სილამაზის სტანდარტები დროსა და სივრცეში ცვალებადი მცნებაა
ტურიამ ყველა თითი და მარჯვენა ხელის მტევანი დაკარგა
+PHOTO: ბიანკას სიმაღლე 173 სანტიმეტრია და მისი პროპორციებია: 80-58-86 
ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოში 3 331 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა
VIDEO+PHOTO სერგი გერმანიაში, მიუნხენში დაიბადა, მოგვიანებით კი, საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა
+PHOTO საფრანგეთში 33 წლის ფიტნეს მოდელი და ბლოგერი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
"ვკითხავდი, სად შეიძინა თავისი არაჩვეულებრივი ქუდი. მეც მინდა ასეთი!"
"ამჟამად დედაქალაქში განთავსებულია 237 შუქნიშანი, აქედან 180 ჩართულია ავტომატურ მართვის
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
12:27 / 11-12-2017  Image ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე
ყველასათვის საყვარელი "იუმორინა" წელსაც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და გვთავაზობს დაუვიწყარ კონცერტს
15:05 / 11-12-2017  Image ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები
ისინი IV საუკუნის მეორე ნახევრიდან პალესტინაში პირველი ქართველებიც გახდნენ
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49