შსს-ს კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე

შსს-ს კომენტარი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რიგორც უწყებაში განმარტავენ განმარტავენ შემთხვევის ადგილზე 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

"გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნახეთ: ფოტოგალერეა ელიავას ბაზრობიდან, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა

იხილეთ ვიდეო: "10 კაცი ვაგინებდით, მაგრამ წყალს "ნაპორი" არ ჰქონდა, ქაფი არ ჰქონდა" - რას ჰყვებიან ელიავას ბაზრობის დაზარალებულები ხანძარზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი