ფოტოგალერეა ელიავას ბაზრობიდან, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ფოტოგალერეა ელიავას ბაზრობიდან, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ელიავას ბაზრობაზე დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ე.წ. სექტორების რიგში გაჩნდა. ხანძრის შედეგად 2300 კვადრატული მეტრია დამწვარი. ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია ოთხი ადამიანია. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა, რომელსაც ქაფი შეესხა თვალში. ორ დაზარალებულს კი შოკური შეტევა ჰქონდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით არის ჰოსპიტალიზირებული კიდევ ერთი პირი.

ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 20-მდე სახანძრო მანქანა და 150-მდე მაშველი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი