კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:55 / 23-11-2017
"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვება მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. 48 წლის შიო მუჯირი, ერისკაცობაში ელიზბარი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის 53-ე სკოლაში სწავლობდა და როგორც ამბობენ, ვირტუოზი მუსიკოსია - სწავლობდა კონსერვატორიაში, უკრავს ჩელოზე. თუმცა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით აღარ დაამთავრა და 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მეუფე შიოს შესახებ მისი მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე გვესაუბრა:

"მე და მეუფე შიო კლასელები ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. 53-ე სკოლაში ერთად ვსწავლობდით, როცა ბაბუაჩემი პავლე ინგოროყვა
გარდაიცვალა, მან მომნათლა. 53-ე სკოლის გვერდზე ქურდიანების ცნობილი სახლია, აი, მათი შთამომავალია მეუფე შიო, ბებიამისი გახლდათ ექიმი ნინო ჟვანია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, თუმცა ცოცხალი არავინ აღარ არის. ჰყავს ერთი და.

- ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებთ, რომ ვირტუოზი მუსიკოსი იყო...
- ნიჭიერი მუსიკოსი არის ნამდვილად, მაგრამ კონსერვატორია არ დაამთავრა. ბოლო კურსზე ბერად აღიკვეცა. ჯერ თეოლოგიით დაინტერესდა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, არის თეოლოგიის დოქტორი.

- პრეზიდენტი მარგველაშვილიც თქვენი კლასელი იყო...
- არა, ჩვენ ყველა მეგობრები ვიყავით.

- სოციალურ ქსელში ადრე გავრცელდა თქვენი ახალგაზრდობის ფოტო, სადაც თქვენ, მეუფე შიო და სხვა მეგობრები, პატრიარქს ხვდებით. გაიხსენეთ ეს შეხვედრა...
- ეს ფოტო 1987 წელს არის გადაღებული. მაშინ გავერთიანდით და ანტისაბჭოთა დიდისდენტური ჟურნალი გამოვუშვით. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ყველაზე პატარები ჩვენ ვიყავით და პატრიარქმა ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ფოტო გაზეთ "თბილისის" რედაქტორმა გადაგვიღო. მახსოვს პატრიარქს ყველა ვემთხვიეთ ხელზე, მხოლოდ შიომ თქვა უარი - კაცებს ხელზე არ კოცნიანო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შიო ფოტოზე არ ჩანს, ის სწორედ პატრიარქის გვერდით იჯდა. დაახლოებით საათნახევარი ვისაუბრეთ პატრიარქთან, გვითხრა სწორ გზაზე ხართო, საინტერესო ისტორიები მოგვიყვა უწმინდესმა. სიყვარულით მიგვიღო, დაგვლოცა და დაგვემშვიდობა.

- იფიქრებდით, რომ მეუფე შიოს დაასახელებდა პატრიარქი მოსაყდრედ?
- ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პატრიარქს ის ძალიან უყვარს და ეჭვი ყოველთვის გვქონდა, რომ ასე იქნებოდა.

- ბოლოს როდის ნახეთ მიტროპოლიტი?
- ბოლოს ერთი კვირის წინ იყო ჩემთან სახლში.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...
21:51 / 01-12-2017
მაკო
0
ვირტუოზი იყო როსტროპოვიჩი. ცოტა მოზომეთ შეფასებები. სხვა მხრივ მეუფე შიო ნამდვილად იმსახურებს სიმპათიას.
19:13 / 26-11-2017
დომნა
3
პატრიარქი გენიოსია და მისი ყველა გადაწყვეტილება გენიალური.
მსგავსი სიახლეები
"ბავშვები მის კონცერტზე წინა რიგში ვისხედით და რომ გამოდიოდა ელიზბარი დიდი ჩელოთი, სიცილისგან ვიხოცებოდით"
რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი
მეუფე შიომ პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაიგო
”მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს”
"მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს: "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო"
თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა კონსერვატორიაში
+VIDEO| ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...
"გიო მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი ნაბიჭვრები არიან"
რეჟისორ გიო მგელაძეს ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და მოსაყოლი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49