დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა - რა კომენტარს აკეთებს ოჯახის ახლობელი

 დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა - რა კომენტარს აკეთებს ოჯახის ახლობელი

ისანი-სამგორის ყოფილი გამგებლის, დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ახლობლის, მამუკა ჩოქურის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადა, უთხრეს, რომ დაჭრილს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

"ოპერაცია დასრულდა და საოპერაციოდან გამოიყვანეს. ჭრილობა ფილტვში აქვს. როგორც გვითხრეს, სიცოცხლე შეუნარჩუნეს. დანარჩენს მოგვიანებით გვეტყვიან," - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

იხილეთ ვიდეო

დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილის სახლში მომხდარი თავდასხმის საგამოძიებო სამუშაოებში კინოლოგები ჩაერთვნენ. შემთხვევის ადგილზე შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად მუშაობს. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და ადგილზე მუშაობენ კინოლოგები.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: "შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი