"დოდო ყვიროდა, მიშველეთ შვილი მომიკლესო" - რას ჰყვება მეზობელი, რომელმაც გუგეშაშვილი თავდასხმის შემდეგ პირველმა ნახა

"დოდო ყვიროდა, მიშველეთ შვილი მომიკლესო" - რას ჰყვება მეზობელი, რომელმაც გუგეშაშვილი თავდასხმის შემდეგ პირველმა ნახა

სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ყვება, რომელიც მე-11 სართულზე ცხოვრობს.

ქალბატონის თქმით, მან კარზე ბრახუნი გაიგონა, კარის გაღების შემდეგ კი დოდო გუგეშაშვილი დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა.

"კარი გავაღე და დავინახე ქალბატონი დოდო. ის შველას ითხოვდა. სისხლიანი იყო და ამბობდა - მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და კიბეებზე ჩარბოდა. მას ხელში გამჭვირვალე მოლურჯო პარკი ეჭირა, თუმცა იარაღი არ დამინახავს. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე", - განაცხადა გუგეშაშვილის მეზობელმა.

ნახეთ ვიდეო: რას ყვება ქალი, რომელმაც სავარაუდოდ, მკვლელი დაინახა

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: "შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი