რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ ვერსიას, რომლის თანახმადაც შესაძლოა დღეს მომხდარი დანაშაულებრივი ქმედება პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკის მეგობარმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაული შესაძლოა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც აღნიშნულ საქმეში რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება, გამორიცხავს დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ თოფურია. "პალიტრანიუსის" ეთერში საბრისას თოფურია აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების მიერ შესრულებული დავალების კვალობაზე, დღეს მომხდარი დანაშაული ნაკლებ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.

იხილეთ ვიდეო: "ვინც ჭირისუფალია დოდო იმათი მეგობარი იყო, მივიდა და სამძიმარი უთხრა" - მალხაზ თოფურია მაჩალიკაშვილთან დოდო გუგეშაშვილის შესაძლო კავშირის შესახებ

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე წაიკითხეთ: "დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

"სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ, იკითხა, ჩემი შვილი როგორ არისო.. მოვიტყუეთ, რომ კარგად არის" - გუგეშაშვილის მეგობარი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ