"სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ, იკითხა, ჩემი შვილი როგორ არისო.. მოვიტყუეთ, რომ კარგად არის" - გუგეშაშვილის მეგობარი

"სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ, იკითხა, ჩემი შვილი როგორ არისო.. მოვიტყუეთ, რომ კარგად არის" - გუგეშაშვილის მეგობარი

მოვასწარით დოდოსთან დალაპარაკება, სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ, პირველ რიგში, იკითხა ჩემი ბიჭი როგორ არისო, - ამის შესახებ ვეტერანთა საქმეთა სამსახურის თანამშრომელმა, მალხაზ თოფურიამ ღუდუშაურის საავადმყოფოსთან განაცხადა.

"დოდო გუგეშაშვილთან არა მარტო მე, არამედ ჩვენი სამსახურის კიდევ 4 თანამშრომელს ტრაგედიამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე გვქონდა საუბარი. თემა ეხებოდა კონკრეტულ ღონისძიებას. პატარა ბავშვებისთვის, დაღუპულებისა და დაჭრილების შვილებისთვის რაღაც ზეიმი კეთდებოდა - ამ თემაზე გვქონდა საუბარი. არაფერი მოასწავებდა, რომ ის ან აღელვებული იყო ან რაღაცას ელოდებოდა",- განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

მისივე თქმით, ის შემთხვევის ადგილზეც იყო მისული, მაგრამ არ შეუშვეს.

"მერე მოვედით საავადმყოფოში. მოვასწარით დალაპარაკება, სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ. იწვა, გონზე იყო, საუბარი შეეძლო. პირველ რიგში, მოგვიტრიალდა და იკითხა, ჩემი ბიჭი როგორ არისო. ამის მერე ვეღარ გავაგრძელეთ საუბარი. იმდენად მძიმე კითხვა იყო, მოვიტყუეთ, რომ კარგად არის. ამის შემდეგ ვეღარ შევძელით საუბარი", - განაცხადა თოფურიამ.

კითხვაზე: რამდენად შესაძლოა მომხდარი შემთხვევა დოდო გუგეშაშვილის საქმიანობას უკავშირდებოდეს, მალხაზ თოფურიამ განაცხადა, რომ "პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან დოდო გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული".

მალხაზ თოფურია ქურდობის ვერსიასაც გამორიცავს და აცხადებს, რომ "დოდო გუგეშაშვილი გაჭირვებული იყო და ეს ვერსია გამორიცხულია".

ნახეთ ვიდეო: რა თქვა დოდო გუგეშაშვილმა ოპერაციამდე

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წაიკითხეთ: "დოდო ყვიროდა, მიშველეთ შვილი მომიკლესო" - რას ჰყვება მეზობელი, რომელმაც გუგეშაშვილი თავდასხმის შემდეგ პირველმა ნახა

"მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა" - რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც დოდო გუგეშაშვილის სახლთან იმყოფებოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი