"ყოველ დღე დანის ტრიალში ყავდა" - მოკლული ლექტორის დედის პირველი ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

"ყოველ დღე დანის ტრიალში ყავდა" - მოკლული ლექტორის დედის პირველი ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

უახლესი: მაკა წივწივაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"ილიაუნში" დაჭრილი ლექტორის დედის ვარაუდით, მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე მფარველობდა.

როგორც დაჭრილის დედამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი ყოფილი სიძე, რომლის სახელი და გვარიც ასევე ლაშა მაღრაძეა, ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია.

მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი პარალელური კლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

დედის განმარტებით, მისმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო. მისი თქმით, ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა "ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა".

"ყოველ დღე დანის ტრიალში ყავდა. მესიჯი გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა, როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნა დედამ.

ასევე იხილეთ | ილიაუნიში მომხდარი ტრაგედია კამერებმა დააფიქსირა: "გამოიყვანა და ჯერ მუცელში ესროლა, რომ ჩაიკეცა - თავში..."

ნახეთ ვიდეო: "მკვლელი შემოვიდა და იკითხა..." - თვითმხილველები ილიაუნში მომხდარ მკვლელობაზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია